Alfred_Thayer_Mahanჩემთვისაც ძალიან გაუგებარია, რას გულისხმობენ
ოპონენტების 99.9% სიტყვა "კოდი"-ს გარდა არ ახსენებს არც ერთ ტერმინს,
რომელიც "ფიქრის გაშლის" საშუალებას მოგვცემდა
ერთადერთხელ გამოთქვეს ვარაუდი "თანამგზავრული კავშირის კოდები",
მაგრამ ჩვენს ჰერმესებს ხომ თანამგზავრული მართვა არ ჰქონდათ
(მარტივად დასადასტურებელი ფაქტია, ვიზუალურად ჩანს)
ზოგადად თუ ვისაუბრებთ, რუსებს რა თქმა უნდა ყველანაირი საშუალება ჰქონდათ უპილოტოებთან საბრძოლველად
- რადიოტექნიკური დაზვერვა - უპილოტოს მართვის სიხშირეების დიაპაზონის დასადგენად
- აქტიური ხარვეზების მიწისზედა კომპლექსები - დაზვერილ სიხშირეზე მძლავრი ხარვეზების/თეთრი ხმაურის საშუალებით ზემოქმედება
- ავიაცია / საზენიტო კომპლექსები
ცნობილია, რომ 2008 წლის დასაწყისში აფხაზეთში შეიტანეს Каста-2Е2,
რომელიც სპეციალურად იყო "გამოყვანილი" დაბლა მფრენი სამიზნეების აღმოსაჩენად
როგორც კი ამის შესახებ ჰსთ-ს მაშინ უკვე გადამგარ სარდალს აცნობეს,
პირველი რეაქცია იყო: "ჰერმესებს ეძებენ"
თუ გავითვალისწინებთ, რომ არა თუ ასეთი სპეციალიზირებული რლს,
არამედ ჩვენს ხელთ არსებული 36დ6-ებიც კი მშვენივრად "ხედავდნენ" ჰერმესებს,
(ეს იმათ ბოსტანში კენჭი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ "კომპოზიტური მასალები... დაფიქსირება რთულია...")
რატომ გამოვრიცხავთ მტრის მიერ უპილოტოების აღმოჩენის შესაძლებლობას?
ამას თუ დავუმატებთ ადამიანურ ფაქტორებს,
რა გასაკვირია, რომ მეორე თუ ვერა, მესამე ჯერზე აღმოაჩინეს კიდეც
და ჩამოგვიგდეს
ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ საკითხს
სულ დავკარგეთ სამი ბორტი (18 მარტი, 20 აპრილი, 12 მაისი)
ანუ გაზაფხულისთვის "გაგვყიდა" ისრაელმა და "რუსეთს შეეკრა"
კითხვა: სპაიდერების კონტრაქტს არ ეხებოდა ეს "შეთანხმება"?
ნაკლები ზიანის მიყენება შეგვეძლო სპაიდერებით ომის დასაწყისს ძლივს რომ ჩამოუსწრეს?
სანაცვლოდ ირანული ტორ-მ1-ის კოდების მიცემა კიდე...
აქაც ნეტა კი ვინმემ "გაშალოს" რას ნიშნავს =
ვინძლო ბევრი საინტერესო რამ გავიგოთ
და თვალსაწიერიც გავიფართოვოთ
This post has been edited by xDavid_S on 5 Feb 2022, 11:08