zindiosamaFreSH999xDavid_SRedSharkთუ ნებას მომცემთ შევასწორებ რასაც რადარის TWS რეჟიმზე წერთ. სხვათა შოის AESA ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. რუსულად მსგავს რეჟიმს ქვია СНП ანუ გაყოლა გასვლებს შორის. აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს რომ შეგიძლია მოწინააღმდეგის თვითმფრინავი აიყვანო გაცილებაზე ისე რომ მოწინააღმდეგე ამის შესახებ ვერ გაიგებს ასეთ "ზახვატს" რუსები ეძახიან "მიაგკი" - რბილი ზახვატი. თქვენ როცა საუბრობდით აგერიათ ზახვატი და გამოსხივება. რა თქმა უნდა აქტიური (იგულისხმება ნებისმიერი სახის რადარი რომელიც ჩართულია და მუშაობს საშტატო რეჟიმში შესაბამისად ასხივებს რადიოტალღებს და აქ არ იგულისხმება AESA) რადარი СПО ს არ გამოეპარება თუმცა TWS ის შემთხვევაში მოწინააღმდეგე არ იღებს ინფორმაციას რომ შენ ის ჩაკეტე.
თუ ვინმემ არ იცის სპო ზე სამი სახის ხმოვან სიგნალს გაძლევს 1 როცა მოწინააღმდეგის რადარი უბრალოდ გასხივებს 2 როცა მოწინააღმდეგის რადარი გაცილებაზე აგიყვანს გამაფრთხილებელი სიგნალი იცვლება უფრო მკვეთრი და ხშირი საგანგაშო სიგნალით 3 როცა მოწინააღმდეგემ რაკეტა გესროლა სიგნალი კიდევ უფრო მკვეთრი და ხშირია.
მაშ ასე როცა საკუთარ რადარს TWS ზე გადართავ მოწინააღმდეგის სპო მაინც მიიღებს სიგნალს რომ ვიღაც ასხივებს თუმცა როდესაც შენ მას დალოქავ ის ამის შესახებ ვერ გაიგებს შესაბამისად დროზე ადრე არ დაპანიკდება და არ მოუსვამს. ამის გარდა მეორე უდიდესი უპირატესობა TWS ისა ის გახლავთ რომ ამ რეჟიმში როცა მოწინააღმდეგეს ლოქავ რადარი აგრძელებს პარალელურად სხვა საფრენი აპარატების კონტროლსაც და შენს წინ საჰაერო მდგომარეობაზე წარმოდგენას გაძლევს. სინგლ ტარგეტ ტრეკ რეჟიმში თუ დალოქე ის ერთი კონკრეტული თვითმფრინავი ჩანს მარტო რადარზე რაც ფაქტიურად გაბრმავებს და ვეღარ ამჩნევ ამ დროს სხვა ბორტები რას შობიან.
მესამე მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი უპირატესობა რასაც TWS რეჟიმი იძლევა არის ის რომ თუ აღნიშნული რეჟიმის გამოყენებით ისვრი აქტიურ თავაკიან რაკეტას მოწინააღმდეგე ვერც იმის ინფორმაციას მიიღებს რომ შენ მას რაკეტა ესროლე. მოწინააღმდეგის სპო მხოლოდ მას მერე ატეხავს განგაშს რაც თავად რაკეტის თავაკში არსებული რადარი დალოქავს რაც მას რეაგირებისთვის მხოლოდ წამებს უყოვებს. TWS რეჟიმში ნახევრად აქტიური რაკეტის სროლისას რადარს მაინც უწევს მოწინააღმდეგის დალოქვა ამიტომ ეს რეჟიმი ამ მესამე უპირატესობას კარგავს.
ახლა ვიღაც იკითხავს - "კიმაგრამ ეგ TWS რეჟიმი თუ ეგეთი კარგია რატომ სულ მაგ რეჟიმით არ მუშაობენო - რაღა საჭიროა RWS რეჟიმიო" ამის პასუხი გახლავთ ის რომ TWS რეჟიმი მნიშვნელოვნად ზღუდავს რადარის თვისებებს ჰორიზონტში და ვერტიკალში მაგალითად ფ-18 ის რადარს შეუძლია 140 გრადუსით და 6 ბარით (გასვლა) ასხივოს ჩვეულებრივ რეჟიმში ხოლო TWS რეჟიმში 60 გრადუსამდე მცირდება კუთხე და 4 ბარამდე ბარი. ნუ ამის კომბინაციაც ხდება მაგალითად ვერტიკალურად დიდად გამოასხივებ და სამაგიეროდ ჰორიზონტს ამცირებ ან პირიქით ვერტიკალი არ გაინტერესებს და ჰორიქონტალურად გაშლი რადარს. თუმცა 140 გრადუსი ჰორიზონტალში და 6 ბარი ვერტიკალში შეუძლებელია ფ-18 ის რადარისთვის. შესაბამისად როცა სიმულატორში დავფრინავთ ჯერ RWS ში ვეძებთ მოწინააღმდეგეს და მერე როცა აზიმუტს და სიმაღლეს გავიგებთ RWS რეჟიმზე ვრთავთ რადარს რომ უკვე შევუტიოთ.
იმედია გასაგებად დავწერე

თუ რამეა ვიდეოსაც გადავოღებ დემონსტრაციისთვის როცა მეცლება.
* * *
ბონუსად საინტერესო ინტერვიუ უკრაინელ პილოტთან.
This post has been edited by misha-htc on 16 May 2022, 20:53