zindiosamaყველა თვითმფრინავში არის ერთნაირი მართვის სისტემა.
ანუ
არის მართვის ბერკეტი აი მაგ სურათზე შუაში რაც დგას. რომლითაც შეგიძლია მაღლა ან დაბლა წახვიდე. ან მანქანა გადახარო რომელიმე მხარეს. ანუ კრენი მისცე. ტერმინოლოგიით კიდევ, წინ და უკან თუ გაამოძრავებ, სიმაღლის საჭეს მართავ. წინ დაბლა უკან მაღლა, ანუ ტანგაჟს რომ ეძახი ეგა. მარჯვნივ მარცხნივ კიდევ ელერონები მუშაობენ.
გარდა ამ ბერკეტისა შესაძლოა იყოს შტურვალი (ეგ მანდ ბერკეტია, შტურვალს გარკვეულ წილად ავტომობილის საჭის პრინციპი აქვს), მაგრამ იმ შტურვალსაც იგივე პრინციპი აქვს, ანუ წინ და უკან მოძრაობისას ისიც სიმაღლის საჭეს მართავს და თუ კი საჭეს მარჯვნივ ან მარცხნივ დაატრიალებ ელერონებს, რომ კრენი მისცე.
გარდა ამ 2 მარტვის ორგანოსი, გაქვს კილიც და საგზაო საჭეც გლეხურად რომ ვთქვათ, ანუ მიმართულების საჭე. რომელიც იმართება ფეხებით, სატერფულების მეშვეობით.
ამასთან ერთად არის კიდევ ძრავების მართვის ბერკეტი, თან ეგ არის ყველა სახის თვითმფრინავში, 1 ადგილიან თვითმფრინავში ყველგან არის მარცხენა მხარეს. თუ 2 ადგილიანია სადაც მფრინავები მხარდამხარ ზიან, არის ეს მართვის ბერკეტი (ან ბერკეტები, გააჩნია ძრავების რაოდენობას) არის სიმეტრიულად ცენტრში. იმისთვის რომ მარტივად ქონდეს წვდომა ორივე მფრინავს.
მეტი ძირითადი მართვის ორგანო თვითმფრინავს არა აქვს.
სხვა არის უკვე ზოგან ღილაკების სახით, ზოგა ტუმბლერების სახით და მინი ბერკეტების სახით, ფრთაუკანების, ანუ ფრთის მექანიზაციის მართვის ორგანო, შასის გამოსაშლელ დასაკეცი ბერკეტი (თუ არ ეკეცება შასი რა თქმა უნდა ეგეც არ ექნება.) არის ტრიმერების სამართი ბორბლებიც... კიდევ უამრავი ტუმბლერ გადამრთველია მაგრამ...
ცალკე ტანგაჟს არაფერი არ მართავს.
თვით ძმები რაიტების პერიოდიდან ასეა