ოფიციალურად დადეს დასკვნა რომ უსაფრთხოება დაირღვაო ფრენისასო. ნუ მფრინავის ბრალიაო.
არ ვიცი რა მოხდა.
ერთი კი ისაა რომ მე როგორც ასე თუ ისე ჩახედული მაგ მანქანის შესაძლებლობებში მაგრად გამიკვირდა რომ ეგ მანქანა ჩამოვარდა.
აი რა უნდა მოსვლოდა?
არის 2 ძრავიანი, ვთქვათ 1 ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (მიზეზი ნებისმიერი შეიზლება იყოს, მათ შორის ჩიტის შეფრენაც ჰაერმიმღებში და ასევ ვთქვათ არასწორად ჩატარებული სარეგლამენტო სამუშაოები) მეორე ხომ მწყობრში ექნებოდა? სრულიად საკმარისი იქნებოდა რომ დასაფრენ ზოლამდე მიეღწია. თუ ჯეკპოტი აიღო და ორივე ძრავი მოკლა რაღაცამ, არის ვარიანტი კატასტროფის, თუმცა მანდაც ერთი მაგრამ.. რა მოუვიდა ორივე ძრავს ერთბაშად? დივერსია? მარტო დივერსია თუ მოკლავდა ორივეს, ან ვთქვათ ჩიტების გუნდშ გაიფრინა და ორივე ძრავი მოკლა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მანქანას აუცილებლად ექნებოდა ინერცია. გარკვეული ფრენის სიჩქარე. რის მეშვეობითაც ერთის მხრივ შესძლებდა მომენტა არც ისე შორს მყოფ აეროდრომამდე მიღწევას, ან თუ მაგდენი არ ეყოფოდა ვთქვათ დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო, მინიმუმ ავარიული დაფრენის გაკეთებას მაინც შეძლებდა მანქანა. თუ გავითვალისწინებთ რომ ჯავშან კაპსულაში ზის მფრინავი, რაც არ უნდა უხეშად დაფრენილიყო მინდორზე მფრინავი წესით უნდა გადარჩენილიყო. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მფრინავს კატაპულტირებადი სავარძელი აქვს. თუ კი მიხვდებოდა რომ არანაირი გადარჩენის დაფრენის და საერთოდ არაფრის შანსი არაა, მაშინ ადგებოდა და ისკუპებდა მანქანიდან. ფაქტია მასე არ მოხდა. ვერ დამაჯერებს ვერავინ რომ მანქანა იმ დონეზე გაუმართავი იყო რომ არც სავარძელი ფუნქციონირებდა, არც კიდე ძრავები იყო წესრიგში და ერთბაშად მართვამაც გაჭედა... სისულელეა. თავად მფრინავები ამოწმებენ გაფრენის წინ მანქანას. ყველაფერი იტესტება. თუ კი რამე არ ფუნქციონირებს და ის სასიცოცხლოა არც ერთი ჭკუათმყოფელი მფრინავი არ ჯდება მანქანაში...
გამოდის რომ ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ისე რომ არაფერზე რეაგირების საშუალება არ იყო. და ეგ რაღაც ძრავის ბრალი არ იყო. არც რამე აპარატურის ბორტზე.
რა რჩება? რის გამო შეიძლება მოსვლოდა მანქანას კატასტროფა ისე რომ მფრინავს ვერ დაეტოვებინა კაბინა?
რჩება მომენტი როდესაც რომელიმე კონსოლს კარგავს მომენტალურად. ანუ ჩაუხედავებისთვის ფრთის კონსოლზეა საუბარი. ერთი მხარე მოტყდა.
თუ კი სიმაღლე ექნებოდა მაგ დროსაც გადარჩენის შანსი აქვს დიდი, ისევ და ისევ კატაპულტა.
გამოდის დაბალ სიმაღლეზე იყო მაგ დროს როცა რაღაც მოხდა.
ტელე სიუჟეტებში თვითმხილველი გლეხების სიტყვებიდან შემდეგი სურათი დაიხატა
დაბლა გადაიფრინაო, მერე მომენტალურად მაღლა აიჭრაო და გარკვეული დროის მერე დიდი აფეთქება გავიგეთ იქეთკენო... და ხელი გაიშვირეს ადგილისკენ სადაც თან ხორბლის მინდვრებია და უკან კიდე ტყის კორომი ჩანს.
ანუ არის ვარიანტი აფრინდა სიმაღლეზე, შეასრულა ე.წ. გორკა. მერე პიკირება მოახდინა და სცადა გამოსულიყო პიკედან რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეზე.
სავარაუდოდ ამ დროს ვერ მოახერხა დროული გამოსვლა, რასაც მოყვა მიწაზე დახეთქება.
ან გამოვიდა მაგრამ სიმაღლის აღება ვერ მოასწრო რის გამოც რამე ხეს გამოედო ფრთით, შედეგად დაკარგა კიდეც კონსოლი, ცალფრთიანი მანქანა ეგრევე ბრუნს იწყებს, დაბალი სიმაღლის, გადატვირთვების და დროის სიმწირის გამო, ორივე ნათქვამ ვერსიაში კატაპულტირება გამორიცხეთ...
შედეგი ვიცით.
ეჰ

არა და ამბობენ კარგი მფრინავი იყოო.
თუ რამე ახალი იცით დაწერეთ აბა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვერსიაა
ისე ზაფხული ამ ქართულ ავიაციას რა ცუდად აქვს დაცდილი

შარშან თუ შარშან წინ არ იყო ის სამაშველო ვერტმფრენი რო ჩამოგვივარდა?
This post has been edited by pilo772 on 3 Jul 2024, 14:07