https://www.nytimes.com/2023/01/18/us/polit...a-military.htmlhttps://kvirispalitra.ge/article/99755-ashs...ned-akcios-nyt/» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები [რუსეთის მიერ ოკუპირებულ] ყირიმს უკრაინის ნაწილად თვლის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის დღიდან, უარს ამბობს კიევისათვის ისეთი იარაღის მიწოდებაზე, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულისადმი დარტყმისათვის იქნება გამოყენებული. კრემლი კი უკრაინის დასაბომბად ყირიმში არსებული მრავალრიცხოვანი სამხედრო ბაზებითაც სარგებლობს. ახლა, როგორც ჩანს, ვაშინგტონის პოზიცია თანდათან იცვლება.
უკრაინის ოფიციალურ პირებთან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ თეთრი სახლი, როგორც ჩანს, იწყებს იმის აღიარებას, რომ კიევს, სავარაუდოდ, დასჭირდება ისეთი იარაღი, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ობიექტებს დაარტყამს, თუნდაც ამან ომის ესკალაცია გამოიწვიოს.
ყირიმში, რომელიც შავსა და აზოვის ზღვებს შორის მდებარეობს, რუსეთის არმიის მრავალრიცხოვანი ქვედანაყოფებია განლაგებული - ათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე და, აგრეთვე, ათეულობით სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზა.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ვაშინგტონი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ყირიმი უკრაინის კუთვნილებაა და რომ მათი ეს პოზიცია არ შეცვლილა. შესაბამისად, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ადრე, კერძო საუბრებში, სამხედრო და ადმინისტრაციული პირები ეჭვის ქვეშ აყენებდნენ ყირიმისათვის დარტყმის მიყენების მიზანშეწონილობას და ამბობდნენ, რომ უკრაინელ სამხედროებს, ყირიმთან შედარებით, უფრო უკეთესი სამიზნეები აქვთ - როგორც ბრძოლის ველზე, ასევე - სხვა ადგილებში.
მაგრამ, როგორც ჩანს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლა მივიდა იმ აზრამდე, რომ თუ უკრაინელი სამხედროები აჩვენებენ რუსეთს, რომ მათ ყირიმის გათავისუფლების რეალური გეგმები და შესაძლებლობა მართლაც აქვთ, მაშინ ნახევარკუნძულისადმი კრემლის კონტროლი საეჭვო ხდება და ამით კიევის პოზიციები, სავარაუდო სამომავლო მოლაპარაკებაზე, უფრო მტკიცე გახდება. გარდა ამისა, ოფიციალური პირებისა და ექსპერტების თქმით, საფრთხე, რომ რუსეთი საპასუხოდ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი მაინც შენარჩუნებულია.
ყირიმის მიმართ "ახალი აზროვნების" გაჩენა იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლის ჩინოვნიკები საკმაოდ გარდაიქმნენ ომის დაწყების დროიდან, როცა მათ საჯაროდ იმის თქმაც კი ერიდებოდათ, რომ უკრაინას "სტინგერს" აწვდიდნენ.
აშკარაა, რომ ომის მსვლელობაში ამერიკა და მისი ნატოელი მოკავშირეები თანდათან ასუსტებენ და იხსნიან იმ ხელბორკილებს, რომლებიც საკუთარ თავს თვითონ გაუკეთეს და "სტინგერ"/"ჯაველინებიდან" ნელ-ნელა გადადიან თანამედროვე რთულ სამხედრო ტექნიკაზე - "პეტრიოტის" (Patriot) სარაკეტო სისტემებზე და მძიმე ჯავშნიან მანქანებსა და ტანკებზე, რათა უკრაინის არმიამ რუსეთი შეაკავოს და საპასუხო შეტევა განახორციელოს.
ახლა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს იმ საკითხს, რომ მნიშვნელოვანი და გაბედული ნაბიჯი იქნებოდა, თუ აშშ უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძულის გასათავისუფლებელ შეტევაში დაეხმარებოდა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის განუყოფელ ნაწილად თვლის და მიაჩნია, რომ მისი ოკუპაციით (ანექსიით) რუსეთის ძველი დიდების აღდგენას ახორციელებს.
ამერიკელები თავიანთ უკრაინელ კოლეგებთან ერთად ასევე განიხილავენ დონბასისა და ყირიმის ერთმანეთთან დამაკავშირებელ იმ "სახმელეთო დერეფნის" გადაჭრის საკითხს (მელიტოპოლ-მარიუპოლის დაკავებით), რომლის მეშვეობითაც რუსეთის არმიის მომარაგება ხდება.
უკრაინელი ოფიციალური პირები დიდი ხანია, აცხადებენ იმას, რომ ყირიმი სამხედრო დარტყმისათვის კანონიერ სამიზნეს წარმოადგენს, რადგან ნახევარკუნძული უკრაინისაა და იქიდან რუსი ოკუპანტები გაძევებულნი უნდა იქნენ, შავი ზღვის ფლოტის ბაზებთან ერთად.
გადაწყვიტა რა ჯავშნიანი მანქანის - "ბრედლის" გადაცემა უკრაინისათვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკვე იმასაც ფიქრობს - ხომ არ დაეხმაროს უკრაინას იმ სტარტეგიული მიზნის შესრულებაში, რომელიც ყირიმზე შეტევას ითვალისწინებს და რასაც კიევი ვაშინგტონს ბოლო თვეების განმავლობაში ემუდარება.
"ბრედლი" ისეთ ჯავშანტრანსპორტიორს წარმოადგენს, რომელიც აღჭურვილია 25-მილიმეტრიანი ქვემეხით და მართვადი რაკეტებით. "ბრედლებს" შეუძლიათ, რუსულ ტანკებს მეტოქეობა გაუწიონ.
როგორც ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალი ფედერიკ ბენჯამინ ჰოჯესი აცხადებს, "ბრედლები" ძალიან დაეხმარებიან უკრაინის არმიას "სახმელეთო დერეფნის" შუაზე გაჭრაში (გადაჭრაში). გენერლის თქმით, ყირიმის გათავისუფლება აუცილებელია, რადგან სწორედ ყირიმში განლაგებული ძალების გამოყენებით მოახერხა რუსეთმა უკრაინის სამხრეთი ნაწილის - ხერსონ/ზაპოროჟიეს ოლქების დაკავება. დღეს უკრაინის არმიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყირიმში განლაგებული რუსული არმიის ქვედანაყოფები დასუსტდნენ და ნაკლებად ბრძოლისუნარიანები გახდნენ.
"უკრაინას შეუძლია "ბრედლები" იმ ძირითადი ავტოტრასის (М-14-ის) მეშვეობით გადაისროლოს, რომელიც ხერსონს, მელიტოპოლს და მარიუპოლს აკავშირებს", - განმარტავს სეთ ჯონსი, საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, - "იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფები ამ გზაზე რუსების წინააღმდეგობას წააწყდებიან, მათთვის "ბრედლის" საცეცხლე ძალით და ჯავშნით სარგებლობა წარმატების მომტანი იქნება".
უკრაინის არმიას ყირიმზე შეტევისათვის სხვა დასავლური ტექნიკაც შეუძლია, გამოიყენოს - ბრიტანული, ფრანგული და გერმანული მძიმე ტექნიკა, რომლის გადაცემის საკითხი ან უკვე გადაწყვეტილია, ან გადაწყვეტის პროცესშია. ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების აზრით, კიევს შეუძლია, ჯავშანსატანკო ძლიერი დაჯგუფება ჩამოაყალიბოს და გაზაფხულისთვის შეტევა განახორციელოს. "ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაჭიანურდეს და პატური სიტუაცია შეიქმნას ისე, როგორც ეს პირველი მსოფლიო ომის დროს იყო, როცა მოწინააღმდეგეები ერთმანეთის ძალების გამოფიტვას ცდილობდნენ", - განაცხადა სამშაბათს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ, ვაშინგტონში ვიზიტის დროს. (...)
უკრაინელი ჩინოვნიკები შიშობენ, რომ მათი ქვეყანა ვერ გადაიტანს ომის ჩიხში შესვლას, ვერ გააგრძელებს ბრძოლებს გამოფიტვამდე, რუსეთი კი მათი ქალაქების დაბომბვას არ შეწყვეტს. ამიტომაც ისინი ვერ ხედავენ სხვა არჩევანს, შეტევის განხორციელებისა და ყირიმის დამუქრების გარდა.
და მაინც, დამატებითი შეიარაღების მიწოდების მიუხედავად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლომდე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის არმია ყირიმის სამხედრო გზით დაკავებას შეძლებს. ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკი შიშობს, რომ თუ უკრაინა ყირიმის დაკავებას შეეცდება, არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა რადიკალური ნაბიჯი გადადგას [და ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღი გამოიყენოს]. ამიტომაც, მათი აზრით, უმჯობესია, რუსეთი უკრაინელთა შეტევის პერმანენტული მოლოდინის რეჟიმში იყოს და დარწმუნდეს, რომ ყირიმს საფრთხე მართლაც ემუქრება. ეს კარგი კოზირი იქნება უკრაინელებისათვის სავარაუდო სამომავლო მოლაპარაკების დროს.
საერთოდ, უკრაინელები ყირიმში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ობიექტებს ადრეც, წინა თვეებშიც ემუქრებოდნენ და რამდენჯერმე განახორციელეს კიდეც შეტევა, მაგრამ შავი ზღვის ფლოტის პასუხი ისეთი არ იყო, როგორსაც ელოდნენ.
ყირიმთან მიმართებით არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს: გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა აშშ-ის პოზიცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ყოველთვის დაეხმარება იმ ტერიტორიების დაბრუნებაში, რომელიც რუსეთმა თებერვლის სამხედრო შეჭრის შედეგად ჩაიგდო ხელში. "ჩვენ შევეცდებით, რომ უკრაინა ყველაფრით იყოს უზრუნველყოფილი წინააღმდეგობის გასაწევად და იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც მოსკოვმა 24 თებერვლიდან დაიპყრო", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
როგორც ვხედავთ, მის ნათქვამში ყირიმი არ იგულისხმება, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.
ასეთი პოზიცია, კრიტიკოსების აზრით, რუსებს იმის იმედს უმტკიცებს, რომ ყირიმი "ხელშეუხებელია" და, საბოლოო ჯამში, უკრაინის არმია ნახევარკუნძულზე პირდაპირი და მასშტაბიანი შეტევის განხორციელებას ვერ გაბედავს.
"გამოდის, რომ ჩვენ უკრაინას ვზღუდავთ და ვეუბნებით, რომ თუ ყირიმს შეუტევ, ომს შენს მიწაზე კი არა, რუსეთის ტერიტორიაზე აწარმოებო", - აღნიშნავს გენერალი ფილიპ ბრედლავი, რომელიც ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალი იმ დროს იყო, როცა რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, - "რუსეთისათვის იმ ტერიტორიის დატოვება, საიდანაც მას თავდასხმების განხორციელება შეუძლია, აბსოლუტურად აბსურდული იქნება"
გარკვეულ საკითხებთან დამოკიდებულებაში პროგრესია აშკარად დასავლეთის მხრიდან და თან შესამჩნევი პროგრესი. მაგრამ მეტს ვისურვებდი. იმედია ეს სასურველი პროგრესის ფაზაც მალე დადგება. და ამაში ყველაზე მეტად დინგიანთა "დიადი ელიტა" მეიმედება ქონდრისკაცის თამადობით. იმედია ბოლომდე ჩაიბანძებენ თავს და არ შეეშვებიან ექსკრემენტებში ნებივრობას შუა პროცესში. მიდით, მიდით ბოლომდე მიიყვანეთ საქმე... ბოლომდე უტირეთ დედა მატუშკა რასიას, ბოლომდე...
This post has been edited by ხარაძე on 20 Jan 2023, 14:58
სხვა ყველაფერი წყალს წაუღა, თუ საქართველო აღარ იქნება...
სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა...
რა გამხრწნელი რამეა აბსოლიტური ძალაუფლება: ზოგნი ებღაუჭებიან, ზოგნი მისტირიან და სამშობლო, ერი კი ყველას ავიწყდება...