1979 წელს ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული, ელიტარული პრემიუმ კლასის იტალიური შედევრი - ARMI SALVINELLI. რომლის ღრმა რელიეფურ, ვერცხლის ჩანართით გრავიურაზე ავტორს ალბად მინიმუმ თვე აქვს ნაშრომი, მისი დახვეწილობა და პრაქტიკულობა კიდევ უფრო სხვა რანგში აჰყავს კონდახ-ტიბჟირის ინგლისურ სტილს და სძენს მას უნიკალურ ხასიათს, ხოლო უნაკლო ვიზუალთან ერთად მცირე ტექნიკური დეფექტის არქონა და 12 კალიბრის 69სმ სარკესავით ლულები იჟექტორულ სისტემაზე კი ის სამკაულია, რაც ერთიორად ზრდის ეგზემპლარის საკოლექციო დატვირთვასა და ღირებულებას.
იარაღი არის მაღალი კლასის იტალიური ვერტიკალური ორლულიანი თოფი (ბოკფლინტი).
M.R.A. SALVINELLI GARDONE. ეს არის იტალიის ქალაქ გარდონეში (Gardone Val Trompia) დაარსებული ცნობილი საოჯახო ბრენდი, რომელიც განთქმულია მაღალი კლასის სანადირო და სპორტული იარაღების წარმოებით.
12 კალიბრი, სავაზნის სიგრძე 70 მმ, ზედა ლულა არის 18.6 მმ, ხოლო ქვედა ლულა — 18.5 მმ
ლულების წონა: 1.390 კგ,
დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ვიკერსის ფოლადისგან, რაზეც მიუთითებს წარწერა ACIER VICKERS.
დამღა (⭐) იტალიურ სისტემაში, როგორც წესი, ნიშნავს ფიქსირებულ სრულ ჩოკს (Full Choke).
თოფი არის ერთ სასხლეტზე (Single Trigger), აღჭურვილია ავტომატური იჟექტორებით და გაფორმებულია Sideplate სტილის უიშვიათესი და ძალიან ღრმა მცენარეული გრავიურით (Scroll Engraving). ლულის ბალიშზე (Water Table) დატანილია ოფიციალური იტალიური სახელმწიფო საგამოცდო პალატის დამღები:
AE (ოთხკუთხედ ჩარჩოში): ეს არის იარაღის დამზადების წლის კოდი. იტალიური კლასიფიკაციით AE ნიშნავს, რომ იარაღი გამოშვებულია 1979 წელს.
PSF (ერთი ვარსკვლავით ზემოთ): (Polvere Senza Fumo) ნიშნავს, რომ იარაღმა გაიარა ოფიციალური ტესტირება და გათვლილია თანამედროვე უკვამლო დენთის წნევაზე.
FINITO (ვარსკვლავით ზემოთ): გარდონეს საგამოცდო პალატის საბოლოო დამღა, რაც ნიშნავს, რომ იარაღი სრულად მზა სახით შემოწმდა და აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.
გერბი დაფნის ტოტებითა და ვარსკვლავით: ქალაქ გარდონეს (Gardone) ოფიციალური საგამოცდო პალატის (Banco Nazionale di Prova) სიმბოლო.
ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე Armi Salvinelli-ს იარაღები საკმაოდ მაღალ სეგმენტში გადის, მათი მოდელები $5,000-დან $15,000-მდე და მეტიც ღირს. 1979 წლის ეს კონკრეტული ეგზემპლარი თავისი შესრულებით, ვიკერსის ფოლადითა და უმაღლესი დონის გრავიურით ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ლულების შიდა არხები სარკესავითაა, გრავიურა და ქარხნული საფარი იდეალურადაა შენახული, არ აქვს არანაირი რყევა, ჟანგის ან ხელოსნის ჩარევის კვალი, არანაერი ბზარი ან დეფექტი ავთენტურ კონდახზე. საქართველოში ეს ბრენდი ნაკლებადაა გაპიარებული მასობრივ მონადირეებში (ბერეტასთან ან ბრაუნინგთან შედარებით), ამიტომ ასეთი იარაღის დამფასებელი როგორც წესი იარაღის მაღალი კლასის მცოდნე ან კოლექციონერია.
ფასი 5000$. ტელ: 577772536






















This post has been edited by tactikal777 on 13 Jul 2026, 11:43