გოგოებო, ისევ პრობლემით მოვედი

23-ში გაკეთებულ შეკვეთაზე მეილი მოვიდა 26-ში დაიშიფაო. UPS-ის ვებ გვერდზე ვამოწმებდი და აი რას წერდა. პრინციპში წერდა რა, დღემდე ასე წერს (ნახეთ მიმაგრებული სურათი)
საიტიდან რომ ვერაფერი გავიგე 5 დღეში UPS-ში დავრეკე, ხომ არ ჩამოსულა ჩემი ამანათითქო, რა ჩამოსვლა შვილო, წამოსულიც არ არისო მითხრეს.
ვიქტორიას მივწერე და სტანდარტული წერილი მოვიდა, გამოვუშვით და 26 ივლისამდე დაიცადეო. თუ მანამდე არ ჩამოვიდა მერე მოგვმართეო.
UPS-ს მივწერე გუშინ და დღეს მომწერეს, არ ვიცით სადაა ამანათიო, დაელოდეთ scheduled delivery date გავიდეს და მერე უკვე გამომგზავნი დაგვიკავშირდესო.
ჯანდაბას, დაველოდები ამ 26 ივლისს და მერე შევუტევ ვიქტორიას, მაგრამ ვნერვიულობ.
გქონიათ ასეთი შემთხვევა? რითი მთავრდება ხოლმე?

This post has been edited by ^keto^ on 4 Jul 2008, 21:49
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)