იყო ამაზე საუბარი ადრე.
დარეგისტრირდით ამაზონში, და შემდეგ შედით თარგეთში ამაზონის ექაუნთით. სრულფასოვნად შეიძენთ ყველაფერს. ჩამოიტანეთ გადამზიდავი ფირმის საშუალებით. არ დაგავიწყდეთ თარგეთის კუპონებისა და კოდების გამოყენება

.
5 წელზე მეტია, რაც ყოველგვარი პრობლემის გარშე ვიწერ თარგეთიდან. განსაკუთრებით, ბავშვისა და ქალის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, აქსესუარებს. ხარისხი - ფასის ადექვატური, და არავითარ შემთხვევაში მეტი. თარგეთი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი რითაილერია, ძირითადად დაბალფასიან სეგმენტში, თუმხა ამ ბოლო ხანებში სეგმენტის ამაღლებისკენა აქვს კურის აღებული.
მისი პროდუქციიდან კარგია ბავშვის ტანსახმელ-ფეხსაცმელი რამოდენიმე თვის მოსახმარად, ან ქალის ნივთები გარდერობის გასაახლებლად. ძალიან იაფია, განსაკუთრებით - ქლირანსის საქონელი, ამიტომ 200 დოლარის ფარგლებში ერთბაშად ვყიდულობ ბავშვის 30-35 ნივთს, მომაქვს ერთ ამანათად, ან ფასდაკლების კუპონების გამოსაყენებლად და ტრანსპორტირების გასაიაფებლად ვყოფ ორ ამანათად.
გაითვალისწინეთ, რომ თარგეთი ამანათებს აუცილებლად ყოფს ნივთების სახეობის მიხედვით. როგორც წესი, ფეხსაცმელი, ჩანთები და ქურთუკები მოდის ერთად, და ტანსაცმელი - ცალკე.
ცოტა უთავბოლო საიტია, ამიტომ კარგად შეისწავლეთ გამოწერამდე.
This post has been edited by zazamos on 21 Jan 2009, 14:20
God made whiskey so the Irish won’t rule the world.
Infinitus est numerus stultorum.
“Once a year go some place you've never been before.” Dalai Lama