რავი, მე ევროპული 38 კარგად მაქვს, მაგრამ, თუ ცოტა დიდი ხანი მაცვია, მაწვება და ამიტომ ევროპულ 39-ში ვწვალობდი სულ (ჩექმებს რა უჭირს, მაგრამ ტუფლი სასწაულად მძვრებოდა). ამერიკული 8.5 კი ზედგამოჭრილია

ამიტომ მგონია, რომ ზომა ზომაზე მიდის. ჩემი ნაცნობების შემთხვევაშიც (ფეხსაცმლის უფრო სტანდარტული ზომები აქვთ, ყოველგვარი ნახევრების გარეშე) 38=8, 39=9.
კონკრეტულ ბრენდებში ჩემი გამოცდილება:
დოლანდ პლინერის ფეხსაცმელი არის შედარებით ვიწრო ტერფზე, თუ ვიწრო ტერფი არ გაქვთ, ნახევარი ზომით დიდი შეუკვეთეთ.
მაიკლ ანტონიო - ზომა ზომაზე.
სტივ მედენი - ზომა ზომაზე.
ნაინ ვესტი - ჯობდა, ნახევარი ზომით პატარა შემეკვეთა.
ლაკოსტა - ზომა ზომაზე (ბოტასი არა, ტუფლი ოღონდ).
დრ. მარტენსების ფეხსაცმელი საერთოდ ერთი ზომით პატარა უნდა იყიდო

კიდევ კარგი, ჩექმები მაქვს და ნუ სქელ ნასკზე წავა რა...
ბოტასები ნახევარი ზომით დიდი ჯობია, მაინც სასიარულოა და ნასკზე ჩასაცმელი.
ახლა ტანსაცმლის ზომები:
Esprit - ცოტა დიდი ზომებია, მაგათ საიზ ჩარტებში რომ 0-2 ზომის პარამეტრები წერია, მოტკეცილად უნდა მქონდეს, მაგრამ... (ეს ყველაფერი მაისურებზე, შარვლები არ გამირისკავს).
ed hardy - დაილოცოს, ამას ზომა ზომაზე აქვს, არაფერი არ მძვრება
ვიქტორია - თეთრეულის ზომები ნორმალურია, ტანსაცმელი არის რაღაც გიგანტური...ან ძაან წელვადი უნდა შეუკვეთო, თუ პატარა ზომა ხარ, ან ჭრა-გადაკეთების კურსებზე იარო...
old navy - ცოტათი უფრო დიდი ზომებია, ვიდრე საიზ ჩარტში, მაგრამ ასატანია.
ქიუთსი - მაგათ ზომებში ვერ გავერკვიე...თითქოს არაა განსხვავება მ-სა და ს-ს შორის და ორივე XS უდრის