ზოგადად კმაყოფილი ვარ "ბარამი"-ს მომსახურებით, მაგრამ არის ერთი მაგრამ. კერძოდ, წონის დამრგვალება.
როდისმე შეგიდარებიათ რამდენია ამანათის წონა ინვოისთან შედარებით?
ხშირად არის ხოლმე მაგალითად 280 გრამი, მაგრამ ინვოისში 400 გრამია. მაგრამ ხშირად თვალებს ვხუჭავ ხოლმე.
ოღონდ ბოლო ამანათი "საოცრება" იყო.
1 თვის წინ Hanes -ის სვიტრი რომელიც ვიყიდე იყო 300 გრამი. ეხლა ვიყიდე იგივე სვიტრი სხვა ფერში და ინვოისით გადავიდახე 400 გრამის. ეტყობა ღია ფერი უფრო მძიმეა

ლაივ საფორთში რო მივწერე აღნიშნულზე მითხრეს რო შეფუთვიანად იქნება ცოტა მეტიო, მაგრამ ეგ ხო ისედაც ვიცით რომ წონა იანგარიშება მთლიანად, შეფუთულ მდგომარეობაში. ჩემ შეთმხვევაში თითქმის 300 გრამი იყო.
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ ყოველთვის პირნათლად არ წონიან ამანათებს. ბევრი არ არის 100 გრამი, მაგრამ 75 ცენტიც ფულია.