gvelis_wiwilaეს არის ელექტრო გიტარა, მე, როგორც არაპროფესიონალს მისი შემოწმება არ შემიძლია და ასევე არიან იქ, ანუ, მე რამდენადაც ვიცი ეს უნდა შეერთდეს დინამიკებში და ა.შ. იქ ამის საშუალება ნამდვილად არ არის, თქვენთვის შესაძლოა ძალიან მშობლიურია მისი შემოწმება, მაგრამ სამწუხაროდ მეც და იქ მყოფებიც მხოლოდ ამ სასიამოვნო ინსტრუმენტზე შერულებული მუსიკის კარგი მსმენელები ვართ

ტრანსპორტირება დაიანგარიშება მოცულობითი წონის მიხედვით, საშუალოდ გამოდის 8-10 კგ-ს ფარგლებში. ტრანსპორტირების თანხაში იგულისხმება დაზღვევის თანხაც.
რაც შეეხება საბაჟოს, განბაჟების თანხა ანგარიშდება შემდეგნაირად:
ნივთის ღირებულებას + შიდა შიპინგი + TAX (თუ ექნა ასეთი) + ტრანსპორტირების ღირებულება ამერიკიდან საქართველომდე და ამ თანხის ჯამის 18 % და ამ ყველაფერს დამატებული 12 ლარი საბაჟო მოსაკრებელი. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი წინასწარ ზუსტი წონა და მისი შიდა შიპინგის და TAX-ის გადასახადი, შესაბამისად ვერ გეტყვით ზუსთ თანხას.