Kate789
Batman
      
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19020
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06
|
#32234448 · 22 Jul 2012, 05:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე პუნქტს უფრო განვავრცობ.
1.არ დაიშვება შეკითხვის გამო ცალკე თემის გახსნა, ამისათვის არსებობს თემა "მირჩიეთ". ახალი თემის გახსნაზე, რომლის სათაური და შინაარსი არის "აუ პირველად ვიწერ და დამეხმარეთ", ჯერ იქნება სიტყვიერი გაფრთხილება და თემის დახურვა ან მიერთება, განმეორების შემთხვევაში კი ვორნი., რადგანაც პირველი ცუდი საქციელი არის უცოდინარობის გამო, მეორე კი - გამიზნულად ჩადენილის კლასიფიკაციაში შედის.
5. როდესაც გამოთქვამთ პრეტენზიას ამა თუ იმ გადამზიდი კომპანიის მისამართით, უნდა დაასაბუთოთ შესაბამისი ფაქტებით (დადეთ სურათი, სადაც ჩანს ყუთი ფირმის იარლიყით, თქვენი ოთახის ნომერი და ა.შ.) ანუ მოახდინოთ თქვენი იდენტიფიცირება, რომ შესაბამის კომპანიას გაუადვილდეს თქვენთვის პასუხის გაცემა და დახმარების აღმოჩენა. თუ გადამზიდი კომპანიის მისამართით გამოხატული პრეტენზია არ იქნება დასაბუთებული ფაქტებით, ჩაითვლება რომ ფორუმის წევრი უწევს იმ გადამზიდ კომპანიას ანტირეკლამას. ანტირეკლამა კი ზუსტად ისევეა დასჯადი, როგორც რეკლამა. მე ვაპირებ, რომ დავიცვა, როგორც კლიენტების უფლებები, ასევე გადამზიდი კომპანიების. აქედან გამომდინარე, თუ რამე პრეტენზია გექნებათ, უკვე დავწერე, როგორც უნდა მოიქცეთ. თუ კომპანია არასწორად გითვლით წონის ღირებულებას, დადეთ სურათი (იგივე სკრინშოტი), სადაც ნაჩვენები იქნება რა წონის ამანათისთვის რამდენს იხდით. თუ რამე დარღვევა მოხდა კომპანიის მხრიდან, ჯერ კომპანიასთან გაარკვიეთ და თუ არაფერი გამოგივიდათ, შემდეგ დაწერეთ ფორუმზე.
არ დაიშვება ერთი გადამზიდის თემაში მეორე გადამზიდის კრიტიკა ან/და განხილვა.
თუ გინდათ, რომ პრეტენზიები არ გქონდეთ გადამზიდ კომპანიებთან, აუცილებლად შედით მათ საიტებზე და გულდასმით წაიკითხეთ მათი პირობები. რჩევებს ბრმად ნუ ენდობით. თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც საიტზე არ ექნებათ ჩამოწერილი და იქნება განსახილველი. (მაგ. "8 დოლარად რატომ დამითვალეს" - განხილვას არ ექვემდებარება, რადგან საიტზე უწერიათ ამის შესახებ. მაგრამ "ყუთი იყო გახსნილი და ამანათი კი - მოპარული" - ექვემდებარება.)
7. ამონარიდი ფორუმის საერთო წესებიდან: 4.3.6. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც). (ამაზე ეგრევე +20% ყოველგვარი სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე!!!) 4.3.6.8. თუ თქვენ ან ვინმე სხვას საჯაროდ მოგმართეს უტაქტოდ, არაკორექტულად, შეურაცხყოფა მოგაყენეს, მაშინ გთხოვთ, მოითმინოთ (გაჩუმდეთ) და დაელოდოთ, სანამ მოდერატორი გაწმენდს თემას. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება, თუ შეატყობინებთ მოდერატორს დარღვევის თაობაზე, რისთვისაც არსებობს სერვისი "შეატყობინე მოდერატორს". თუ თქვენ ყველას თანდასწრებით უპასუხებთ თავხედ იუზერს მისივე იარაღით და მის დონეზე დაეშვებით, მაშინ მოდერატორი თქვენდამი იგივე ზომებს მიიღებს, რასაც სკანდალის მთავარ გამომწვევთან და არ გაითვალისწინებს თქვენს არგუმენტს - "მან პირველი დაიწყო". თუ თქვენ მას კიდევ უფრო უტაქტოდ უპასუხეთ, მაგალითად, თუ დაეშვებით უცენზურო ლექსიკის დონემდე, მაშინ თქვენდამი გატარდება კიდევ უფრო მეტად მკაცრი ზომები. ის თავხედი იუზერი შეიძლება მარტო ვორნით დაისაჯოს, თქვენ კი მიიღებთ ბანს და posting disable-ს (შეტყობინებათა გაკეთების უფლების წართმევას) შესაბამისად. ამიტომ გთხოვთ, იყავით ყოველთვის თავშეკავებულნი.
თუ სადმე შენიშნეთ წესების დარღვევა თქვენს ან სხვის მიმართ და მე ეს გამომეპარა, დააჭირეთ "შეატყობინეთ მოდერატორს". ეს არ იქნება ჩაშვება, ეს იქნება ჩემი დახმარება. 24 საათი ფორუმზე არ ვარ, მეც მძინავს, გავდი-გამოვდივარ და მეც ადამიანი ვარ :) თუ შეტყობინების გაგზავნიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში მოდერატორმა არ გასცეს პასუხი თქვენს გზავნილს ან პასუხმა არ დაგაკმაყოფილათ, მაშინ საქმეში შეგიძლიათ ჩართოთ ზემდგომი ინსტანცია.©ფორუმის საერთო წესები.
P.S. წესით ეს წესებში არ შედის, მაგრამ მაინც დავწერ თვალსაჩინოებისთვის. მე პირადად (ანუ ფორუმის წევრი Kate789) სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ ვარ რომელიმე კონკრეტული გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელი. მე ვარ რიგითი კლიენტი, ისევე, როგორც ბევრი თქვენგანი. შესაბამისად, ფრაზათა მთელი პლეადა, როგორიცაა "შენ ხო მაგათი ბრიგადის წევრი ხარ" და ბლა-ბლა-ბლა აღქმული იქნება, როგორც ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება. :yes:
P.P.S. მე თქვენკენ ვარ და გთხოვთ, თქვენ ნუ იქნებით ეშმაკებისკენ. თორემ, როგორც იტყვიან, ცხვარი ცხვარია, თუ გაცხარდა - ცხარეაო. :)
This post has been edited by Kate789 on 24 Nov 2012, 20:21
|