U2G-მ წერილი მომწერა.
მადლობთ მათ გამოხმაურებისათვის.
და აქვე დავაფიქსირებ, რომ მათ მიერ გამოგზავნილი ინვოისის გასაჩივრებას არც ვაპირებდი და არც ვაპირებ. რადგან არანაირი აზრი არ აქვს. ისინი ფასს ითვლიან ისე, როგორც ითვლიან. ეს მათი უფლებაა.
უბრალოდ მათ პასუხად მივწერე, რომ აქამდე არ ვიცოდი, რომ სხვა კომპანიები გაცილებით იაფ მომსახურებას სთავაზობდნენ კლიენტს და ამიერიდან მათი მომსახურებით აღარ ვისარგებლებ.
და რა თქმა უნდა, გამოხმაურებისათვის მადლობაც გადავუხადე

ესეც მათი წერილის შინაარსი:
ჩვენ შეგვატყობინეს ერთ-ერთი ფორუმიდან, რომ თქვენ უკმაყოფილო ხართ ჩვენი მომსახურებით და ფიქრობთ, რომ ფასი არასწორად
დაანგარიშდა თქვენს ამანათზე და ის უნდა ყოფილიყო 16კგ როგორც ეს სხვა კომპანიის საშუალებით მოხდა.
მოგახსენებთ, რომ თქვენი ამანათის ზუსტი ზომებია 30 X 7.5 X 32.5 ინჩი.
რადგან თქვენი ამანათის ერთ-ერთი გვერდი 24 ინჩზე დიდია, მომსახურების პირობებიდან გამომდინარე ასეთი ამანათი ითვლება
არაგაბარიტულად და მისი ზომები მრგვალდება 1 ინჩის სიზუსტით:
ანუ მივიღებთ 30 x 8 X 33 ინჩს, ხოლო სანტიმეტრებში (20.4 X 76.2 X 83.9
სმ) ამანათის მოცულობითი წონა ფორმულიდან გამომდინარე L X W X H / 166
შეადგენს შეადგენს 21.8კგ-ს.
ზომის დამრგვალების გარეშე მისი წონა იქნებოდა 20.5კგ.
ასევე მოგახსენებთ, რომ USA2GEORGIA წარმოადგენს საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც მოქმედებს კლიენტის დავალების საფუძველზე,
მომსახურების პირობების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ნორმების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების მიხედვით. (მაგ.: FIATA-ს
დებულებები)
ასევე შეგახსენებთ, რომ მომსახურების პირობებზე დათანხმება/არ დათანხმება ნებაყოფლობითია. თქვენს შემთხვევაში მომსახურების მოწოდება დაიწყო სწორედ თქვენი თანხმობის მიღების შემდეგ, ელექტრონული ხელშეკრულების დამოწმებით, ღილაკზე "ვეთანხმები".
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების პირობები არ დარღვეულა. საექსპედიტორო მომასხურება შესრულდა ყველა საერთაშორისო ნორმის
დაცვით, ხოლო გამოწერილი ინვოისი და თანხა დაიბეგრა საქ. საგადასახადო კოდექსის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში
შეგვიძლია გადმოგცეთ შესაბამისი ფინანსური დოკუმენტიც.
ასევე ჩვენთვის უცნობია რა მეთოდებით და რა აქციის პირობებში მოხდა იგივე ზომის ამანათზე სხვა წონის მიღება სხვა საექსპედიტორო კომპანიაში. არსებობენ კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ აქციის პირობებში ან განსაკუთრებული პირობების შემთხვევაში ფასი გამოითვალონ ინდივიდუალურად. არიან კომპანიები, რომლებიც ითვლიან სხვადასხვა სტანდარტებით. მაგ. ცნობილი Fedex, UPS, DHL მოცულობითი წონის გამოსათვლელ ფორმულაში იყენებს სხვადასხვა კოეფიციენტებს:
DHL: (L cm x W cm x H cm)/5000[2] or 4000[3] depending on certain
import/country criteria
FedEx: (L cm x W cm x H cm)/6000 (new) or /5000 (old, still used in Asia) for
international shipments, (L cm x W cm x H cm)/7000 for domestic shipments
UPS: (L cm x W cm x H cm)/6000 or /5000 depending on certain import/country
criteria
Canada Post (L cm x W cm x H cm)/6000 or (L in x W in x H in)/165[4]
ფაქტია, გიგანტი კომპანიებიც კი ხშირ შემთხვევაში 6000-ის ნაცვლად 5000-ზე ყოფენ გვერდების ნამრავლს (სანტიმეტრი ერთეულისთვის),
შედეგად იღებენ უფრო დიდ წონას. ჩვენი უფლება გვქონდა სწორედ ასეთი დაბალი კოეფიციენტებით გვეხელმძღვანელა და მომსახურების პირობები სწორედ ამ კრიტერიუმებით შეგვექმნა, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ ყველაზე მაღალ კოეფიციენტზე
ვყოფთ გვერდების ნამრავლს, რათა წონა რაც შეიძლება ნაკლები გამოვიდეს. ეს ავია კომპანიებთანაც არის შეთანხმებული და
რეალურად ავია კომპანიებიც ასეთივე სტანდარტით გვიწერენ ინვოისებს. მათ შორის ზომის დამრგვალების სტანდარტიც ავია
კომპანიებთან არის შეთანხმებული.
თქვენ შეგიძლიათ ასევე მოცულობითი ზომა-წონის დაანგარიშების და დამრგვალების სპეციფიკა/სტანდარტები იკითხოთ საქართველოს FIATA
ექსპედიტორთა საერთაშორისო ასოციაციაში (ხელმძღვანელი ზურაბ შენგელია) და თურქიშის ავიახაზების სატვირთო გადაზიდვების
ხელმძღვანელთან საქართველოში: Emre KOCATUFENK
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მომსახურების პირობები დაირღვა, თქვენ უფლება გაქვთ მოგვმართოთ წერილობით და გაასაჩივროთ ჩვენი
მომსახურება.
ჩვენ გვესმის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ მიიღეთ ტრანსპორტირების გადასახადი უფრო მეტი ვიდრე მოელოდით. ჩვენ ეს ბუნებრივია არ გვიხარია, და ძალიან ვწუხვართ რომ ეს ასე მოხდა. ყოველი განაწყენებული კლიენტი ჩვენთვის რეალური დანაკარგია.
ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, მიუხედავად იმისა, რომ კლიენტების სიმრავლეს კომპანია არასდროს უჩიოდა, კომპანიის რეკლამა
რეალურად არავის უნახავს (ფორუმზე და ფეისბუკზე განთავსებულ ბანერს თუ არ ჩავთვლით რაც თითქმის ყველა კონკურენტ კომპანიას
გააჩნია). ჩვენი რეკლამა ყოველთვის ჩვენი სერვისი იყო. მომხმარებელი, რომელიც კმაყოფილი მიდის კომპანიიდან, სხვასაც
ურჩევს ჩვენს მომსახურებას. ცალკეულ ტექნიკურ თუ სხვა პრობლემებზე რომელიც მეტნაკლებად ყველა კომპანიაშია, ჩვენ
ვცდილობთ მყისიერი რეაქცია მოვახდინოთ, მივაწოდოთ მომხმარებელს განმარტებები და ავუხსნათ ჩვენი მომსახურების სპეციფიკა,
ყოველთვის ვცდილობთ დავიჭიროთ კლიენტის მხარე და შესაძლებლობების ფარგლებში ვიყოთ რაც შეიძლება ლოიალური, თუმცა
ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მომსახურების პირობების დაცვა, რაც კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებობს.
გმადლობთ
USA2GEORGIA-ს ადმინისტრაცია.