gektor21როგორც ჩანს, ფასების დეტალური შედარება გიწარმოებია, აი

და ის მითი, რომ აქ არაფრის ყიდვა არ ღირს, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა

იქაც მიყიდია და აქაც - გააჩნია, რა გინდა. როცა იშვიათი რამე გინდა ( SSD, სუპერ პუპერ ბოლო თაობის მაზერი, ნახევრად პროფესიონალური ან პროფესიონალური კამერა, ისეთი ბრენდის ნოუთბუქი, რომელიც აქ ფიზიკურად არაა), იქ ყიდვა ჯობია, რასაკვირველია, მაგრამ "ჩვეულებრივი" ტექნიკა, მათ შორის ლეპტოპები აქ უფრო იაფიც კი ჯდება ხანდახან ან განსხვავება უგულვებელყოფადად მცირეა. უფრო მეტიც, ტელევიზორი და 3D სათვალე აქ ბევრად იაფად ვიყიდე, ვიდრე იქ განუბაჟებელი ფასი იყო.
თან აქ ყიდვას ის პლიუსი აქვს, რომ ადგილზე არჩევ, ნაკლის შემთხვევაში გამოცვლა არაა პრობლემა და გარანტიაზეც არ დაგჭირდება ჩალიჩი, რამე რომ იყოს. ამიტომ უპირატესობას ტექნიკის აქ ყიდვას ვანიჭებ - თუ ფასი ტოლი ან ცოტათი მეტია იქაურ ფასზე (განბაჟება-ტრანსპორტირების უხეში გამოთვლების ჩათვლით).
ე.წ. "ორიგინალი" ტექნიკის არგუმენტი ხომ საერთოდ სასაცილოა რა

აქ პადდელკა "სამსუნგებია" და იქ ორიგინალი

პირდაპირი რეისით კორეიდან და ჩვენთან მაყვალა ბებოს პადვალში კეთდება

და რაც მთავარია, იქ ნამდვილი ჩინური "ლენოვოები" იყიდება, а мы еще не доросли, ჩმორი გოიმები ვართ