ძვირფასო მომხმარებელო
ხშირად არის შემთხვევა როდესაც ჩენს აშშ-ს საწყობში შემოსული ტვირთი არის თრექინგის გარეშე, მაგალითად ebay-დან გამოწერილი პროდუქცია, რომელიც ჩამოდის ჩინეთიდან, ან თუნდაც ამერიკაში ხდება ტრანსპორტირება, ასეთ დროს ჩვენ ვანიჭებთ ამანათებს ჩვენს თრექინგს
მაგ: VB015615105
ასევე ხშირად არის შემთხვევა, რომ ამანათს არ აწერია თქვენი პირადი ბ ნომერი, ეს ხდება რამოდენიმე მიზეზის გამო:
1) მომხმარებელს დაავიწყდა მიეთითებინა, 2)გამყიდველმა არასწორად ამობეჭდა მონაცემების სტიკერზე.
3) მომხმარებელმა არასწორად მიუთითა ბ ნომერი.
აღნიშნულ შემთხვევაში ამანათები სისტემაში არ აისახება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამანათი არ წამოვიდა, ყველა ამანათი (თუ აკრძალვის ნუსხაში არ არის) გამოიგზავნება პარასკევს.
თუ თქვენ გზავნილის ნომრით მოიძიეთ ინფორმაცია, რომ ამანათი მისულია საწყობში მაგრამ არ არის ასახული სისტემაში, მისვლიდან 2-3 დღეში, გთხოვთ შეგვეხმიანოთ ოფისში და დეტალურად მოხდება ინფორმაციის დაზუსტება.
ასევე არის შემთხვევა, რომ ამანათი მისულია საწყობში მაგრამ მომხმარებელი ამას ვერ ხედავს საკუთარ მართვის პანელში ბესტექსის საიტზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ყოველ სამუშაო დღეში შედის ასობით ამანათი და მათი დახარისხება გადის რამოდენიმე ეტაპს: 1) მიღება 2) ამანათის გადაფუთვა 3) აწონვა, 4) ტრანსპორტირების საფასურის დადგენა (ინვოისის მომზადება) 5) სისტემაში შეყვანა. ამ პროცესს ჭირდება ამანათის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღე. თუმცა ამანათების სისტემაში ასახვის ბოლო დღე არის ყოველი კვირის პარასკევი დღე.
ის ამანათები რომლებიც შედის პარასკევ დღეს, სისტემაშ ასახვა ხდება მომდევნო სამუშაო დღეებში.
მარტივია ამანათის მდებარობის გარკვევა, სანამ ის ბესტექსის სისტემაშ აისახება, თქვენ შეგიძლიათ გზავნილის ნომერის მიხედვით მოძებნოთ ინფორმაცია, აშშ-ში გადამზიდავის ვებგვერდზე შესვლით, მაგ: fedex.com, usps.com, ups.com ნებისმიერს ამ საიტებიდან აქვს ამანათის ძებნის საშუალება გზავნილის ნომრის მიხედვით, და იძლევა დეტალურ ინფორმაციას თუ სად იმყოფება თქვენი ამანათი.
გმადლობთ ყურადღებისათვის
bum65 სხვა გადამზიდავის განრიგებს ჩვენს თემაში გთხოვთ ნუ განიხილავთ, ვინ რა ინფორმაციას აწოდებს თავის მომხმარებელს და რა განრიგებს ასახავს სისტემაში მათი გადასაწყვეტია, შეგიძლიათ მათ თემაში ან გადამზიდავების მიმოხილვაში იმსჯელოთ
რაც შეეხება რეისის განრიგს, რამოდენიმეჯერ აგიხსენით უკვე, რომ გადაიდო ტექნიკური მიზეზების გამო, სამწუხაროა, რომ ამის თავიდან ახსნა მიწევს და მტკიცება.
ჩვენ არასოდეს არ ვიტყუებით, და ვწერთ პრობლემის შესახებ ისე როგორც რეალურად არის, მოტყუება და ისტორიების მოგონება ჩვენი სტილი არ არის.

იხილეთ სურათი:

იმედია ეხლა მაინც დაგვიჯერებთ
L0TUSარსებობს უამრავი მიზეზი:
უამინდობა, საფრენი გრაფიკის შეცვლა, ტექნიკური მიზეზები, ტვირთის გასაგზავნი ქვეყნის პრიორიტეტის შეცვლა და ასე შემდეგ, ჩვეულებრივი მოვლენაა ავიაგადაზიდვებში.
kniaz22ეს 9400110200828382135966 მოვიდა 29-ში აისახება ხვალ ან პარასკევს
AZA2000909176 ეს რისი თრექინგია? არ ჩანს სისტემაში, და ვერ ვეძებ.
TEUჯერ არ მოსულა გზაშია
This post has been edited by BESTEX on 31 May 2012, 02:07