როგორც ჩანს, ჩემი გაფრთხილება უბრალო პოსტის დონეზე დარჩა.
არადა სამწუხაროა.
დღეს მოდერატორობის პირველი დღე მაქვს და ნამდვილად არ მინდა, პირველივე დღეს ვორნები ვარიგო. მაქსიმალურად თავს ვიკავებ და ყველას მიმართ ვარ ლოიალური.
თუმცა ვატყობ, რომ ნელნელა იძულებული ვხდები სამომავლოდ უფრო მკაცრი ზომები მივიღო.
ეს ნამდვილად უკანასკნელი გაფრთხილებაა!!!!ამის შემდეგ კიდევ გაგრძელდება მსგავსი დისკუსიები და მომიწევს ჩემი ლოიალურობა გვერდზე გადავდო. მერე ვინმეს არ გაუჩნდეს პრეტენზია.
წესები თუ გაინტერესებთ დისციპლინისა და ქცევის შესახებ, გადაიკითხეთ აგერ
ფორუმის წესები., განყოფილების წესები კი აგერ ინებეთ
განყოფილების წესებინამდვილად არ ვაპირებ, რომ ფორუმის რომელიმე წევრი ზედმეტი გავაბედინო. არ მაინტერესებს რომელი წევრი რომელი კომპანიის წარმომადგენელია. წესები ყველასთვის ერთია.
ayetiკიდევ ერთხელ გირჩევ, რომ თუ გინდა, გახსენი "ამანათი"-ს თემა. თუ გახსნი, იქ შეგიძლება კომპანიის პრ-ს მიჰყო ხელი. სხვა
ყველა დანარჩენ შემთხვევაში "ამანათი"-ს სახელით საუბარი ითვლება მიკერძოებულობაში, რაც წესების მიხედვით არის დასჯადი.
ამ ერთხელ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოვიფარგლები. საკმაოდ აგრესიული შინაარსის პოსტები გქონდა შენ, შენი თანამოსაუბრისგან განსხვავებით.
სხვა გადამზიდვები რატომ წავიდნენ ფორუმიდან, ეს შენს კომპედენციაში არამგონია შედიოდეს.
cruellaშენთვისაც საკმარისი იყოს. თუ უკმაყოფილო ხარ, უკვე პირადად დაეკონტაქტე გადამზიდს და იქ გაარკვიე.
აქ თქვენს გარდა უამრავი ადამიანი შემოდის, რომელიც არანაირად არ არის ვალდებული თქვენი დაკა-დაკა იკითხოს.
თუ რამე დაგრჩათ გასარკვევი - გამოიყენეთ PM.
1,2,3 პოსტი კი ბატონო, მაგრამ 3-4 გვერდზე გაშლილ პოსტები არ დაიშვება.
პოსტები წაშლილია მაქსიმალურად.
This post has been edited by Kate789 on 6 Jul 2012, 23:11
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.