მოკლედ გადავიკითხე 39-ივე გვერდი ამ თემის. Usa2Georgia-ს კლიენტი ვარ წლებია, Bestex-თანაც მქონია ურთიერთობა, და ორივეზე მოგახსენებთ ჩემს აზრს
Usa2Georgia - რა აქვთ კარგი:1. პროგრამული მხარე - საიტი. ყველაზე
ფუნქციონალური ამანათების მართვის პანელი, ამანათების მყისიერი ასახვა, SMS შეტყობინებები, და ა.შ. თუმცა აქვე აღვნიშნავ: მართალია ფუნქციონალური მხარე არის მოსაწონი, მაგრამ
დიზაინის და
ინტუიტიურობის მხრივ ძალიან ბანძი საიტია. იმედია ოდესმე ამასაც გაითვალისწინებენ.
2. ფასიანი კურიერი - მხოლოდ
სამ ლარად კურიერს მოაქვს იმავე დღეს (13 საათამდე თუ მოუნიშნავ). შედარებისთვის, ბესტექსი 5 ლარს ითხოვს და ისიც 5 კილომდე შეზღუდვა აქვს, U2G-ს როგორც ვიცი 12 თუ 15 კილომდე აქვს შეზღუდვა. მართალია მოსვლამდე კურიერი შვიდჯერ დაგირეკავს მისამართის დასაზუსტებლად (რით ვერ იმახსოვრებენ, ასჯერ იქნებიან მოსული ერთიდაიგივე მისამართზე!), მაგრამ ეგ რა სახსენებელია. თანაც ბინამდე მოაქვთ, კი უწერიათ სადარბაზოში არ ავიტანთო, მაგრამ მეოთხე სართულზე მშვენივრად ამოცუნცულდებიან ხოლმე.
Usa2Georgia - რა აქვთ ცუდი:1. ფასი და რაც უფრო მნიშვნელოვანია - დაანგარიშება. 8 დოლარი არ არის ყველაზე იაფი ჩამომტანებს შორის, და დაანგარიშებაზეც ვერ ვარ მთლად კმაყოფილი. მართალია რაიმე აშკარა და სერიოზული თაღლითობა არ შემინიშნავს, მაგრამ მაინც მგონია უკეთ შეუძლიათ გააკეთონ.
ერთი ორჯერ იყო ისეთი შემთხვევა, რომ აშკარად მომატებული წონა ეწერათ, და გავიფიქრე ჩავაკითხავ ოფისში და მოვთხოვ პასუხს-თქო, მაგრამ ინვოისს რო შევხედე ვნახე რომ რამდენიმე პროცენტიანი ფასდაკლება ჩაუწერიათ, და მიახლოებით ის თანხა რაც ზედმეტი გამოდიოდა, ამ "ფასდაკლებაში" გაუტარებიათ. ანუ დაკონტაქტება არ დაჭირდათ ისე გაუსწორებიათ. ეტყობა გამოგზავნამდე აწონილს აქ კიდევ ერთხელ ამოწმებენ, და თუ იაღლიში ექნათ ცდილობენ გაასწორონ სანამ კლიენტი დაეჭვდება. მაგრამ მაინც - ვერ ვიტყვი რომ მაგათი გადაფუთვის სერვისი კარგად მუშაობს, და გადაუფუთავებზე - ხო საერთოდ, მაგრამ ამაზე ქვემოთ...
2. უფასო კურიერი - მხოლოდ კვირაში ერთხელ, რაც ძალიან ცუდია.
3. რეისები აგვიანებს მოშნად ბოლო ხანებში. არ ვიყავი მაგათი უკმაყოფილო ამ მხრივ მაგრამ სექტემბრიდან რამდენჯერმე ძალიან მაწყენინეს.
4. წინასწარ ვიტყვი - ეს ალბათ მარტო Usa2Georgia-ს პრობლემა არაა, მაგრამ ეს ის ძირითადი მიზეზია, რის გამოც უკვე დღეიდან ალბათ უარს ვიტყვი მათთან მრავალწლიან ურთიერთობაზე, და გადავალ სხვაგან - ეს არის მოცულობითი წონა. მოცულობითმა წონამ დამტანჯა! ნახევარზე მეტი მიანგარიშდება მოცულობითი წონით, რაზეც ვიწეწები. პარკში გადაფუთვას არ ვიყენებ (არ მინდა დამიპრისონ ფეხსაცმელი...) და ჩვეულებრივი გადაფუთვა უმეტესად ვერ შველის საქმეს.Bestex - რა აქვთ კარგი:1. არანაირი მოცულობითი წონა! ეს არის ჩემთვის უმთავრესი კრიტერიუმი, აი ძალიან დიდი თანხა იზოგება ამით! ერთადერთხელ ვიყიდე ზაფხულში მაგათგან რაღაცა, Usa2Georgia-ს ერთგული მომხმარებელი ვარ და სხვაგან გადასვლას არ ვაპირებდი (მეზარებოდა და იმიტომ, და არა მაგათი კარგი მომსახურების გამო

), მაგრამ დიდი ნივთის ყიდვა დამჭირდა და გადავწყვიტე მომესინჯა. დამიჯდა სულ რაღაც 60 ლარი, არადა U2G-ში იგივეში ალბათ 200 დოლარს ამახევდნენ - მოცულობითი წონის გამო. ეხლა უწერიათ რომ წლის ბოლომდე აქვთ ეს აქცია, მაგრამ დიდ იმედს გამოვთქვამ რომ პერმანენტული გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ დავუბრუნდები ალბათ U2G-ს. მე არ მეგონა თუ ასეთი რამე შესაძლებელი იყო, მაგრამ თუ ამ ერთმა გადამზიდავმა შეძლო ამის გაკეთება აგრე უკვე რამდენი თვეა, ესეიგი ეს პრობლემას არ წარმოადგენს, და სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება! თუ რათქმაუნდა კლიენტების გაყვლეფა არ არის მათთვის პრიორიტეტი (სამწუხაროდ - არის). მოკლედ ველი სხვა გადამზიდავებისგან იგივე აქციას! იყოს 9 დოლარი კილოზე, ოღონდ იყოს რეალური წონა!
2. უფასო საკურიერო სერვისი - მოაქვთ თურმე ორ სამუშაო დღეში. ცუდი არ არის თუ გავითვალისწინებთ რომ U2G-ს უფასო კურიერს დააქვს კვირაში ერთხელ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია - რატომ ვიარო ოფისში თუ კარებთან შემიძლია მივიღო?
მაგათთან ოფისში, როგორც ვთქვი, ერთხელ ვარ ნამყოფი, ვაჟაზე. ნორმალური სიტუაცია იყო, არაფორმალური (ვიღაცამ დაწერა "შენობით" მიმართვასთან დაკავშირებით და გამახსენდა...), მაგრამ მეგობრული. ცოტა თავმოუბმელობა შეინიშნებოდა (რომ არ მომეთხოვა განბაჟების დოკუმენტი ისე მიშვებდნენ არც გახსენებიათ), მაგრამ ეგ არაფერი.
Bestex - რა აქვთ ცუდი:პროგრამული მხარე დახვეწონ ეს დედააფეთქებული, რა გახდა? ფუნქციონალურად U2G-ს დონის მაინც რომ გააკეთონ, და დიზაინი ცოტა უფრო თავმოყვარე (U2G-ს დიზაინი არის სამარცხვინო).
===================================================
მოკლედ ძირითადად მოცულობითი წონის, და ასევე უფასო კურიერის გამო, U2G-დან გადავდივარ Bestex-ზე. ვნახოთ რა იქნება. საიტის ფუნქციონალური მხარე U2G-ს ბევრად უკეთესი აქვს (ბოლოს რომ ვიხმარე ბესტექსი იმასთან შედარებით, ეხლა არ ვიცი თუ შეცვალეს რამე), და არ მეთმობოდა აქობამდე, მაგრამ ეხლა უკვე ვსიო.