მათ ვისაც აქვს Paypal, ვინც ხშირად "შოპინგობს" და უნდა დახარჯული თანხიდან 2%-დან 10%-მდე დაიბრუნოს Paypal-ის ანგარიშზე:
(ინფორმაცია დამყარებულია პირად გამოცდილებაზე)
1. გაწევრიანდით გვერდზე:
http://www.ebates.com (თუ მეგობარს გაუწევთ რეკომენდაციას, ისიც გაწევრიანდება და შეიძენს რამეს, მისი პირველი განხორციელებული ტრანზაქციისთანავე გაჩუქებენ $5 (ეს პროცესი პირადად არ გამომიცდია, მაგრამ ირწმუნებიან რომ ასეა

)
2. გაწევრიანებისთანავე თქვენს ანგარიშზე დაჯდება $5, თუმცა მას ვერ გამოიყენებთ, მანამ სანამ პირველ შენაძენს არ გააკეთებთ.
3. გადაწყვეტთ რა, ebate-ის სისტემაში გაწევრიანებული რომელიმე მაღაზიიდან რამის შეძენას, მაღაზიის გვერდზე უნდა შეხვიდეთ
http://www.ebates.com-ის გავლით. ანუ, ჯერ შედიხართ ამ საიტზე, ირჩევთ მაღაზიას, ვთქვათ: oldnavy. აწვებით ლინკს და გადადიხართ სასურველ მაღაზიაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, Cash Back-ი 10%-ია (პერიოდულად იცვლება). უკან დასაბრუნებელი თანხა ითვლება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან, ანუ "შიპინგის" გამოკლებით.
გაწევრიანებისას გეძლევათ თანხის დაბრუნებისათვის 2 არჩევანი:
1. თანხა დაგიბრუნონ ჩეკით
2. მიუთითოთ Paypal-ის ანგარიში და თანხა ჩაგერიცხებათ იქ.
პერიოდულობა შემდეგია:
Purchases Posted Between Big Fat Check Sent
Jan 1-Mar 31 May 15
Apr 1-June 30 Aug 15
July 1-Sept 30 Nov 15
Oct 1-Dec 31 Feb 15
სანამ Paypal მექნებოდა, მიგზავნიდნენ ჩეკებს

. ერთხელ 11 $, მეორეჯერ - 12,2

. აქ შეიძლება განაღდება, ბანკებში, თუმცა საკომისიო აქვთ 10$

შესაბამისად, არ მიღირდა ჩალიჩად. თუმცა, ვიმეორებ, ჩეკი ორჯერვე მოვიდა სახლის მისამართზე , რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს. Paypal-ის ანგარიშის გახსნასთან ერთად, პროცედურა გამიმარტივდა და უკვე 3-ჯერ მივიღე დაგროვილი თანხა

. ცოტა, მაგრამ მაინც, გულს უხარია

თქვენც წარმატებებს გისურვებთ. ურჩიერთ მეგობრებსაც და რეკომენდაციაშიც მიიღეთ $5