ოკ. წარმატებები.
კიდევ უნდა ვცადო ეგ ამექსი. მე სადებეტო მაქვს პირველ ცდაზე არ მიიბა.
სხვათა შორის:
2013.03.14
PayPal-ის წერილი საქართველოს
მომსახურება,
ანი ბერუკაშვილი
ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, PayPal–ის ელექტრონულ საგადასახადო სისტემაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal, რომელიც 190–ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, საქართველოში კვლავ არ არის ხელმისაწვდომი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, რომ ბოლო წერილი PayPal–ის წარმომადგენლებისგან საქართველომ დაახლოებით 5 დღის წინ მიიღო:
“მოგვწერეს, რომ ერთი მხრივ, ევროპის ოფისის მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების გამო და მეორე მხრივ, მათი სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე, პროცესი კვლავ იწელება. PayPal–ის სტრატეგიული გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი რეგიონის მასშტაბით საქართველოსთან ერთად ერთიანად აპირებენ რამდენიმე სახელმწიფოში შესვლას”, – აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე. მისი თქმით, სხვა მხრივ ქვეყანას ყველანაირი მზაობა გააჩნია:
“ყველა წერილში, რომელსაც ჩვენ მათ ვუგზავნით, აღვნიშნავთ, რომ იმ კრიტერიუმების შესრულების კუთხით, რასაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, აბსოლუტური მზაობა გვაქვს, როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე ფინანსთა სამინისტროში”, – აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე.
PayPal–ის საქართველოში შემოსვლის მოთხოვნით გვერდი შეიქმნა სოციალურ ქსელ Facebook-ზე. არსებობს პეტიციაც, მომხმარებლები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას ცდილობენ. მათი განცხადებით, ხალხის მხარდაჭერა ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო PayPal–ის შემოსვლაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად:
“უკვე რამდენი ხანია მიდის ამაზე საუბარი. ასე მგონია, 2100 წელსაც ვერ შემოვა საქართველოში PayPal–ი. ვისაც რეალურად გვჭირდება ამ სერვისის გამოყენება, ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა გვიწევს. მე ამერიკული მისამართით დავრეგისტრირდი, მაგრამ რაც Usa2Georgia-მ მისამართი შეცვალა, ბარათი მოვხსენი. თქვეს, 2012 წლის ბოლოს აუცილებლად შემოვაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ტყუილად ველოდე”, – აცხადებს ერთ–ერთი მომხმარებელი კახა კაპანაძე.
იმის გამო, რომ PayPal საქართველოში ხელმისაწვდომი არაა, საქართველოს მოქალაქეები სერვისით სარგებლობის სხვა გზებს ეძებენ და ამერიკის, უკრაინის ან თურქეთის მისამართის გამოყენებით რეგისტრირდებიან.
ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, რომ სწორედ საზოგადოების მხრიდან ასეთი აქტიურობის გამო დაინტერესდა სახელმწიფო იმით, რომ PayPal–მა ის საკუთარ ქსელში ჩართოს. თუმცა, მისი თქმით, სერვისის ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად არ აისახება:
“რომ გითხრათ, რომ დიდი გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე, არა მგონია, ალტერნატიული გადახდის სისტემებს უკვე იყენებენ საქართველოში. PayPal უფრო გამოიყენება Ebay–ზე და სხვა საიტებზე, ასევე საინტერესოა მათთვის, ვინც PayPal-ით იღებს შემოსავალს რისკის შესამცირებლად, თუმცა ძირითადად უცხოური მაღაზიებიდან პროდუქციის შესაძენად ალტერნატიული საშუალებების გამოყენება ხდება, ეს იქნება ვიზაბარათები თუ სხვა სისტემები. რეალურად რომ გითხრათ, რომ კარდინალური ცვლილება მოხდება, არა მგონია, მაგრამ ბევრი ადამიანი გამოიყენებს”, – აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე.
TBC pay-ს გენერალური დირექტორი დავით კენჭაძე მიიჩნევს, რომ PayPal–ს საქართველოში დასამკვიდრებლად გარკვეული დრო დასჭირდება:
“რეალურად ქართველ მომხმარებელს გადახდის საშუალება ისედაც აქვს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მნიშვნელოვან საიტს. გასაგებია, რომ ბევრს აქვს მოლოდინი, რომ Pay Pal-ის შემოსვლის შემდეგ რაღაცები გამარტივდება, მაგრამ მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ Pay Pal-ის შემოსვლის შემდეგ რამე რევოლუციურად შეიცვალოს საქართველოში. ალბათ ამასაც დრო დასჭირდება, რომ მომხმარებელმა შეისწავლოს. ამჟამად ძალიან ბევრი ადამიანი ვიზა პლასტიკური ბარათებით სარგებლობს და ამის დახმარებით იწერენ სხვადასხვა პროდუქციას სხვადასხვა საიტებიდან. PayPal-ი იქნება კიდევ ერთი დამატებითი, უფრო მარტივი და უსაფრთხო საშუალება. არა მგონია, რომ ამან რაიმე განსაკუთრებული გააკეთოს ეკონომიკაში. ძირითადად გამოიყენებენ ალბათ Ebay-ზე ვაჭრობისას, რადგან საქართველოში ამ კუთხით არის, როგორც ვიცით, ძალიან დიდი პრობლემა”, – აცხადებს დავით კენჭაძე.
http://netgazeti.ge/GE/105/business/17732/