navigator11 უსას რა თქმა უნდა

მარა რომც არ მიმართო არაა პრობლემა, თითონ შეგეხმიანებიან როცა ამანათს მიიღებ ამერიკაში

ესეთი მაილი მოგივა

გთხოვთ მოგვწეროთ თუ ელოდებით რაიმე ამანათს, ჩვენ მივიღეთ თქვენი სახელი და გვარით რაღაც ამანათი ამერიკაში, მაგრამ U ნომერი არ აწერია, თუმცა იგივე სახელით და გვარით ბევრი მომხმარებელი გვყავს მონაცემთა ბაზაში, ზუსტად ვერ ვიგებთ ვისია.
თუ თქვენ გაქვთ შეკვეთილი რაიმე და შეგიძლიათ მაღაზიის გამოგზავნილი მეილიდან ან საიტიდან ამოიღოთ ამანათის თრექინგ კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ ის USA2GEORGIA.com-ზე, ამანათების მართვის პანელში, პირველივე გვერდზე.
სამწუხაროდ, როდესაც ხდება ამგვარი ამანათების მიღება, შესაძლოა მათი გამოგზავნა მიმდინარე კვირის რეისზე ვერ მოხერხდეს იდენტიფიკაციის გამო. შესაბამისად, თუ იდენტიფიკაცია დროულად დასრულდება და ჩვენ მივიღებთ სათანადო ინფორმაციას, ამანათიც გამოიგზავნება მიმდინარე ან მომდევნო კვირის რეისით.