მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება
იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
დ) ფიზიკური პირის მიერ:
დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი; (14.06.2011. N4754)
მუხლი 162. იმპორტი, იმპორტის თანხა და დრო
1. იმპორტის დროს:
ა) იმპორტის თანხა არის ჯამი:
ა.ა) საბაჟო ღირებულებისა; (27.03.2012. N5942)
ა.ბ) იმპორტისას გადასახდელი გადასახდელებისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად;
ა.გ) მომსახურების ღირებულებისა, დღგ-ის გარეშე, რომელიც ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ითვლება საქონლის იმპორტის ნაწილად;
მუხლი 177. შერეული ოპერაცია
1. შერეულ ოპერაციად ითვლება ისეთი ოპერაცია, რომელიც მოიცავს საქონლისა და მომსახურების კომბინირებულ მიწოდებას.
2. საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების ნაწილად.
4. მომსახურების გაწევა, რომელიც საქონლის იმპორტის მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის იმპორტის ნაწილად.
ანუ ზემოდაკოპირებული ამონარიდებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ შიპინგის ქოსთი შედის ნივთის ღირებულებაში

ანუ დღგ ხო არის დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც გამოითვლება ყველაზე ბოლო თანხიდან საერთოდ, მას მერე რაც ყველა ღირებულება დაემატება.
ჰოდა, ის ტრანსპორტირებაც არის დამატებული ღირებულება. შენთვის ღირებულებაა რო ნივთი არის არა ალიასკაზე არამედ, სადაც უსა2გეორგიას ოფისია.
ჩემი ღრმა რწმენით ასეა :3