iaseყველა საიტს პროდუქტის აღწერაში უწერია წონები მაგრამ ეს არ არის 100% სიზუსტე რადგან გადამზიდავის საწყობში შესვლის მერე ან წონა მცირდება ან მეტია ვინაიდან სახმელეთო გადაზიდვის წონა და საჰაერო გადაზიდვის წონა იანგარიშება სხვადასხვა მეთოდით
მაგალითად ამაზონზე შეგიძლიათ ნახოთ ზომები ნივთის და დაახლოებით ივარაუდოთ წონა რა იქნება
მაგალითად ამ სურათზე

ზომები არის 41.5*37*4-ზე ეს ინჩებში
სანტიმეტრებში გამოდის 105.41*93.98*10.16=100649.3/6000=17კგ რაც მოცულობით არის 17 კილოგრამი, ფიზიკური წობა კი უწერია 29 პაუნდი რაც არის 13 კგ
ამ ორი მონაცემიდან გამომდინარე დაახლოებით დაითვლით რომ მოცულობითი წონა ნივთის იქნება 17კგ + - 3-4 კგ და ფიზიკური 13კგ + - 3-4კგ
ასე რომ გამოწერის წინ ყოველთვის გადაამოწმეთ ზომები საიტზე მითითებული 80% იან ინფორმაციას მაინც მიიღებთ სანამ საწყობიდან მოგივათ ზუსტი წონა