ყურადღება!
ახალი მახე!
ვინც გამოუცდელი ხართ, გაითვალისწინეთ!
ყიდულობთ რაღაცას paypal-ით და იწერთ მეილ ფორვარდერის მისამართზე, მოდგით თბილისში, ხსნით და აღმოაჩენთ რომ ძვირფასი პროდუქტის მაგივრად მიიღეთ ერთდოლარიანი ლამაზად ჩადებული კონვერტში

რა თქმა უნდა აღშფოთებული გავარდებით და გახსნით კეისს paypal-ზე.
აუხსნით სიტუაციას, ფორმალურად კი სიტუაცია ასეთია - თქვენ გამოწერილი პროდუქტის მაგივრად მიიღეთ სხვა რაღაცა, ოღონდ ფასეული, თუნდაც მიზერული მარა ფასეული.
paypal-ს ამ დროს აქვს სტანდარტული პროცედურა, გეუბნებათ, დაუბრუნეთ ეს რაღაცა (ამ შემთხვევაში 1 დოლარიანი) გამყიდველს, რომელიც უმეტესწილად ჩინელია, და დაგიბრუნებთ ის თანხას, ოღონდ! დაბრუნების თანხას იხდით თქვენ

))
ხოდა მოდი ვნახოთ რაა დაბრუნების თანხა - 60 ლარიდან 130 ლარამდე

))
ხომ მშვენიერი ბიზნესია?

))
ყველა მოგებულია თქვენს გარდა

გაითვალისწინეთ ეს როცა საეჭვო გამყიდველისგან ყიდულობთ რაღაცას