მე დიდი ხანია ჩამოვწერე ეს კომპანია.
პირველი რომ ყოველდღიური რეისები ბლეფია (ამერიკა-საქართველო),
მერე რომ ისეთი კომპანიები ასწრებენ ამერიკიდან ჩამოტანას, რომელსაც კვირაში მხოლოდ ერთი რეისი აქვთ,
და მესამე რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ამანათზე მივუთითე საკურიერო სერვისი,
კურიერი არ მოვიდა, გადამაგდო მოკლედ რომ ვთქვათ, ვრეკავ უსა2გეორგიაში,
მენეჯერი მეუბნება, დილით, 11:30 ზე იყო თქვენთან კურიერი, კარს ბოქლომი ედო, ტელეფონზეც დაგირეკათ და გამორთული გქონდათო,
მეთქი ჩემს კარს ბოქლომი არ აქვს, ციხე-სიმაგრეში კი არ ვცხოვრობ, თან სახლში ვიყავი ამ დროს და ტელეფონიც 24 საათი ჩართული მაქვს, ნუ, ვერ გავაგებინე. გადაამოწმა კურიერთან და მეუბნება რომ ნამდვილად იყო, ნაცრისფერი ჭიშკარი გაქვთ, გრძელი ეზოა და კარს ბოქლომი ქონდაო.
არც ნაცრისფერი ჭიშკარი მაქვს, არც გრძელი ეზო, არც ბოქლომიანი კარია სადმე. ვუხსნი, მაინც მიმტკიცებს იყოო. ვერ გავაგებინე რომ არ ვცხოვრობ ეგეთ სახლში.
ნუ, აქ ვხვდებით რატომ არის უანრების ტესტი ნებისმიერ სამსახურში თანამშრომლის აყვანისას.
მერე დამპირდა ამონაწერს, სადაც იქნებოდა, რომ ნამდვილად მირეკავდა კურიერი ჩემს მობზე. გავიდა ერთი კვირა, შევახსენე, დრო უნდა მაგასო

, კიდევ ერთი კვირა გავიდა, ვურეკვ და მეუბნება, ამონაწერი კი მაქვს, მაგრამ არ გაჩვენებ. გაგებუტეო. ხოდა ესეა რა, იმას რომ ამონაწერი ქონოდა, ალბათ სახლში მომირბენინებდა, ცხადია არ ქონდა, ან საიდან ექნებოდა. მოკლედ, ტყუილი ხომ მაგრად ტეხავს ესეთ საქმეში, და მითუმეტეს უსინდისო, ასეთი ნაგლი და რაც მთავარია გონება სუსტი ტყუილი გატეხვასთან ერთად სასაცილოც არის. ხოდა ესე მორჩა ამ კომპანიასთან ჩემი თანამშრომლობა.
This post has been edited by Friedrich Nietzsche on 10 May 2013, 16:08
ეს ნიკი და მისი პოსტები ეძღვნება ფრიდრიხ ნიცშეს და ფორუმზე დაბანილი იუზერების ხსოვნას