http://gpost.geმოკლედ მთლიანად ვარედაქტირებ თემას (პირველ პოსტს),ვინაიდან და რადგანაც მკვეთრად შეიცვალა მომსახურების პირობები ფინანსურად. მანამ თუ უფასო იყო საერთაშორისო გზავნილის მიღება, ახლა უკვე 2019 წლის 3 იანვრიდან გახდა ფასიანი და შეადგენს 2 ლარს.(თუ გზავნილი რეგისტრირებული არაა)
https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=1568ასევე შეიცვალა გაგზავნის პირობებიც,როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე საერთაშორისო გზავნილზეც.
მანამ თუ სიტყვაზე 3 ლარი ღირდა ქვეყნის შიგნით ამანათის გაგზავნა,ახლა 8 ლარი ღირს.
საერთაშორისო მცირე პაკეტის (პირველი კლასის) 100 გრამიან გზავნილს თუ უწევდა 30 ლარი (სიტყვაზე ამერიკის მიმართულებით), ახლა უწევს 36 ლარი.
საფოსტო კალკულატორი:
http://gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/calc/რაც შეეხება საქართველოს ფოსტას, ბევრი სალაპარაკო და ასახსნელი აქ არაა, მცირედ FAQ ჩამოვწერ.
რაც ძირითადად აინტერესებს მომხმარებლებს.
ნივთის გამოწერის შემთხვევაში შიპინგ მისამართში ვუთითებთ ჩვენს საცხოვრელ მისამართს სრულად და როდესაც ჩამოვა ამანათი, მიიღებთ თქვენს უახლოეს სერვის ცენტრში.
საფოსტო ინდექსების (ზიპ კოდების) ნახვა შეგიძლიათ ფოსტის საიტზე აქ:
http://gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/zipcodes/საქართველოს ფოსტით სარგებლობა შესაძლებელია უმრავლეს საიტებზე მაგ. aliexpress.com, gearbest.com და ასე შემდეგ, ანუ ძირითადად ჩინური საიტებიდან შესაძლებელია გამოწერა,და ძირითად მაქედანაა უფრო "პროფიტული" ასე ვთქვათ.(ნუ იმას თუ არ ჩავთვლით რომ 2 ლარით გაგვიძვირეს

)
იბეიზე მაგალითად თუ ნივთის მდებარეობა ჩინეთშია, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქ. ფოსტით,უმრავლესობა ჩინელი სელერი აგზავნის საქართველოში. მაგრამ ამერიკელების 90% საქართველოში არ აგზავნის, ან თუ აგზავნის ჯდება საკმაოდ დიდი თანხები,რაც თავისთავად არ ღირს და მაგ დროს უკვე უნდა ისარგებლოთ სხვადასხვა გადამზიდი კომპანიებით, ტექნიკაზე მასეა,საკმაოდ ძვირი ჯდება ამერიკიდან პირდაპირ საქართველოში ნივთის გაშვება,ამიტომ ძირითადად არ აგზავნიან ხოლმე.ანალოგიურია ამაზონზეც.გამონაკლისებიც არის,მაგრამ იშვიათად.
რაც შეეხება აქედან გაგზავნას საზღვარგარეთ,მაგალითად შეერთებულ შტატებში,
ჩვეულებრივი ტრეკინგიანი სერვისით ჩააქვთ 15 დღიდან 30 დღემდე. ყოველ შემთხვევაში მასე იძახიან.
თუმცა ბევრჯერ ჩემი გაგზავნილი უფრო ადრეც ჩასულა. მახსოვს ერთხელ ამანათის ჩაბარებიდან მე-7 დღეს უკვე მისული იყო ამერიკაში ადრესატამდე,ხდება ხოლმე ესეთებიც.
ბევრი მინუსებიც ააქვთ:
მაგალითად არის შემთხვევები როდესაც ტრეკინგიანი ამანათი ჩაბარებულია,თუმცა "დელივერი" ასახული მაინც არაა, მიზეზად საქ. ფოსტა იმას ასახელებს რომ მიმღებმა ქვეყანამ სისტემაში არ ასახაო. ეს ძირითადად საფრთხეს უქმნის იმას ვინც სიტყვაზე ყიდის იბეიზე, აგზავნის საზღვარგარეთ და შესაბამისად სჭირდება საბუთი რომ ნივთი რეალურად მისულია,და საჩივარი არ გაუხსნას მყიდველმა.
ეს იშვიათად ხდება ხოლმე, თუმცა მაინც არის.
მაგ დროს იწერება განცხადება და მაგის შემდეგ მიმდინარეობს მაგ საქმის განხილვა.
მოკლედ ესაა და თუ რაიმე გამომრჩა მომაწოდეთ იდეა PM-ში და ჩავამატებ.
This post has been edited by temo_777 on 19 Feb 2019, 17:20