მოკლედ გავარკვიე რატომ ვერ მივიღე შეტყობინება ამანათის მიღებაზე
როგორც საქ.ფოსტაში მითხრეს შეტყობინება გაიგზავნა ნომერზეო და მითხრეს ნომერი რომელიც განსხვავდებოდა ჩემი ნომრისგან ორი ციფრით.
ამ შეცდომას ბუნებრივია აბრალებდნენ ამანათის გამომგზავნს, მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს ავიღე ჩემი მრავალტანჯული ამანათი აღმოჩნდა რომ მასზე ტელეფონის ნომერი სწორად იყო მითითებული.
ეს ნიშნავს რომ ნომერი შეეშალათ საქ.ფოსტაში, ეს კიდევ ნიშნავს იმას რომ სერვის ცენტრში პერსონალი ხელით კრიფავს ნომერს კლავიატურაზე იმის ნაცვლად რომ სკანერი გადაატარონ ამანათზე.
მოკლედ ქვის ხანაა რა ამ კანტორაში

და სახეზეა შედეგიც.