დამეხმარეთ რა
www.gymboree.com - დან გამოვწერე ფეხსაცმელი www.camex.ge - ამ გადამზიდი კომპანიით.
თრექინგ ინფოს რომ ვნახულობ, 28 მაისს მისულია საწყობში და ხელი აქვს მოწერილი ვიღაც ტიპს. კამექსში არ ასახულა, რომ დავრეკე,მითხრეს რომ ხელი ვინც მოაწერა, ჩვენი წარმომადგენელი არ არისო. გადავამოწმე შემდეგ დეტალურად, როდის სად იმყოფებოდა ჩემი ნივთი და აღმოჩნდა, რომ მითითებულ მისამართამდე არ მისულა, ისე მოაწერა ვიღაცამ ხელი. UPS - საფოსტო გზავნილით გაუშვეს. მაღაზიას ვწერ და მეუბნება, რომ ნივთი მიტანილია და ხელი მოწერილია, თუმცა არ იმჩნევს იმას, რომ მე სხვა მისამართი მქონდა მითითებული და ნივთი სხვა მისამართზეა მიტანილი, კრედიტ ოფიცერს დაუკავშირდიო. რა შუაშია კრედიტ ოფიცერი საერთოდ?
ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? როგორ მოვიქცე? UPS -ს საერთოდ ვერ ვწერ, რაღაც ექაუნთ ნომერს მთხოვს.