გამარჯობათ ყველას და დამეხმარეთ ვინც გამოცდილია –
ebay.com ზე შევიძინე ნივთი, ჩამოვიდა გაფუჭებული ( ფოტოზეც სხვა იყო ). ებაიზე გავასაჩივრე და გამყიდველმა – დამიბრუნე და აგინაზღაურებო.
ვთხოვე დაკონკრეტება, თუ ამინაზღაურებდა გაგზავნასაც და მხოლოდ USPS ით გამოგზავნილს აგინაზღაურებო.
როგორ მოვიქცე? USPS საიტზე კი დავრეგისტრირდი, მაგრამ ვერაფრით გზავნილი ვერ გავაფორმე.
ალბათ გქონიათ ვინმეს მსგავსი პრობლემა და იქნებ დამეხმაროთ გადაწყვეტაში.
ან აქვს თუ არა USPS –ს ოფისი, ან ყავს თუ არა პარტნიორი. ან 300 გ პაკეტის გაგზავნა რა დამიჯდება ყველაზე იაფად ?
დამეხმარეთ, რომ არ გავახარო არაკეთილსინდისიერი გამყიდველი

მოკლედ მადლობა წინასწარ