USA2GEORGIA ბოლო დროს ცუდად მუშაობს და პრობლემებს უქმნის თავის კლიენტებს. წონების წამატებაც შემიმჩნევია და ყუთებშემოხეული ამანათებიც.
საიტზე არსებული ინფორმაციებიც მთლად ზუსტი არ არის. მაგალითად დისტანციური განბაჟების მოთხოვნისას მითხრეს, რომ ჩემი შემთხვევა განსაკუთრებულია და Amazon-ზე ნაყიდი მანქანის ზეთი, რომელიც 44 დოლარი დამიჯდა და არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პრობლემების მიზეზი არ ხდება, საბაჟომ გააჩერა და ჩემი ოფიციალური გამოცხადების გარეშე ვერ მივიღებ.
მირჩიეთ ნორმალური გადამზიდი, რომელიც დროს არ დამაკარგინებს მსგავს სისულელეებზე. თუ რაღაც არ შეგიძლია, უნდა აღიარო რომ არ შემიძლია და არ ატყუო კლიენტები.
მე თუ აეროპორტებში ვიარე და ჩემს ნივთებს ვდიე, ეგენი რისთვის მჭირდებიან.
* * *
http://www.eu2ge.com/ გვპირდება, რომ თუ საბაჟომ გააჩერა ტვირთი, ყველა საბაჟო პროცედურას გაივლიან ჩვენი ჩარევის გარეშე და მოგვართმევენ სახლში.
ეს მომწონს, მაგრამ ამჯერად ამერიკის გადამზიდს ვეძებ მსგავსი პირობებით, რომელთან ურთიერთობა კომფორტული იქნება და სწრაფი, ამასთან არც თუ ისე ძვირი.
* * *
http://els.ge/ საიტი ვნახე, ამერიკიდან მოაქვთ ტვირთები. ნახეთ რას წერენ ჯიგრები:
ხსნით თუ არა ამანათს, როცა ELS-ის ამერიკის ოფისში მიდის?
უსაფრთხოების მიზნით, ვხსნით ELS-ის ამერიკის ოფისში მოსულ ყველა ამანათს. ამას გარდა, ვიტოვებთ ინვოისის ასლს.
ეს რა, ნუცა ბებიას ფირმაა? რას ქვია ამანათებს ვხსნითო. ჩემს ამანათს ვინმე რომ შეეხოს ჩემი ნებართვის გარეშე, ხომ დავაჭერინე კარგი ჩიტი აფრენილ მდგომარეობაში.
ან რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, ამერიკის ფოსტაზე უფრო ფრთხილები არიან? თუ ამერიკელები ატომური ბომბის ნაწილებს აგზავნიანი ფასიანი ამანათებით და ვიღაც ელისოს თუ ნუცა ბებოს ფირმის ნდობას არ იმსახურებენ. თურმე დამატებითი სიფრთხილის ზომებია საჭირო, ხელით უნდა მოსინჯონ, შეამოწმონ რამე ხომ არაა შიგ შენიღბული, გამართულად ხომ მუშაობს, მოაძრონ ზედმეტი ნაწილი თუ ჩამონათვალში არაა ან საერთოდ თუ გაფუჭებულია უკეთესით შეგიცვალონ. მოკლედ, რა ვიცი, დღემდე არნახულ სერვისს გვთავაზობენ პირველად საქართველოში...
ასეთი პრიკოლი რომ ეწერებათ პირველ გვერდზე, დანარჩენის წაკითხვას აზრი აღარ აქვს და მათთან ურთიერთობას საერთოდ.