სათაურიდანვე ჩანს თუ რაზე იქნება საუბარი თემაში.
თუ არ ვცდები მსგავსი შინაარსის თემა არ არსებობს და ურიგო არ იქნება თუ ერთ ადგილას იქნება თავმოყრილი ისეთი შემთხვევები, რომლებიც ხდება იშვიათად, არის უცნაური ან უბრალოდ საინტერესო.
გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, რომელიც მგონი ყველაზე ძვირფასია

დავიწყებ ჩემი ერთ-ერთი შემთხვევით, რომელიც ჩემს მოკლე გამოცდილებაში პირველად მოხდა და უცნაურად მომეჩვენა.
ბევრი რომ არ დავწერო საქმე რაში იყო.
დეკემბრის დასაწყისში ქეისი გავუხსენი ერთ ჩინელ გამყიდველს, რომლისგანაც არ მიმიღია რაც უნდა მიმეღო. კარგი 40-45 დღე იყო გასული.
ქეისი გახსნილი იყო და სელერმა მითხრა რო რეფანდს გააკეთებდა, მაგრამ დრო გადიოდა და ფული არ ჩანდა.
შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ ქეისს გავუკეთე ესკალაცია. დეკემბრის ბოლო დღეები იქნებოდა.
იბეიდანაც არ დაუოვნებია პასუხს, რომ მგონი 48 სთ-ში იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული.
გავიდა 48სთ-იც და კაი ერთ კვირაზე მეტიც, მაგრამ ქეისის სტატუსში ეწერა, რომ დამატებით დრო სჭირდებოდათ და დამიკავშირდებოდნენ.
მოკლედ კაი შუა იანვარიც მოვიდა ამასობაში და არც გადაწყვეტილება ჩანდა და არც გამყიდველის მიერ დაბრუნებული ფული.
შემდეგ იბეის საფორთს ველაპარაკე ჩატში (ძლივს მივაგენი თუ როგორ დავკავშირებოდი) და გოგონამ მითხრა, რომ ქეისთან დაკავშირებულ საკითზე ვერ გამცემდა პასუხს და დამეტოვებინა ტელეფონის ნომერი და შესაბამისი განყოფილებიდან დამირეკავდნენ, მაგრამ მგონი რო საქართველოში არავინაც არ დამირეკავდა ვუთხარი, რომ მოეცა ნომერი და მეთვითონ დავრეკავდი.
დავრეკე საფორთში (აქაც ცოტა წვალება მომიწია, რადგან დარეკვაში ფულის დახარჯვა არ მინდოდა, ვინაიდან რამდენი ხანი მომიწევდა ლაპარაკი არ ვიცოდი

) და ბიჭმა მიპასუხა, რომ ყველაფერს ქეისთან დაკავშირებით ხედავდა და რაღაც გაიჭედაო. ჩავინიშნავო და გადავცემ შესაბამის დეპარტამენტსო.
რო დავრეკე იყო წინა ორშაბათი და მგონი ხუთშაბათს უკვე ფული დაბრუნებული იყო.
ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქაო.

მოკლედ ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. მთავარია დროული მოქმედება და სიმშვიდე.
დარწმუნებული ვარ ბევრს ექნება გადახდენილი ამაზე უცნაური ამბები და ნუ დაიზარებთ და გაუზიარეთ სხვებსაც. ნუ შეძლებისდაგვარად.
This post has been edited by ჩეჩა on 21 Jan 2014, 10:37