დავფიქსირდები..
ალიექსპრესიდან გამოწერაში საკმაო გამოცდილების მიუხედავად ერთი 7 დოლარიან პლანშეტის ჯოისტიკზე გამაწამა ერთმა სელერმა ! დეკემბრის დასაწყისიდან ველოდები. 2 თვეა თანხის დაბრუნებას ვეუბნები და ის კიდე დროს მიზრდის
ერთ რჩევას მეც დავწერ. დაახლოებით 100-მდე ამანათი მაქვს გამოწერილი, ტელეფონიდან დაწყებული შტეფსელით დამთავრებული და არასდროს არ მიყიდია 1 ბრილიანტზე ნაკლები შეფასების მაღაზიიდან. გადაიხადეთ 1-2 დოლარით მეტი (გააჩნია ნივთს) და მეტი შანსი გექნებათ ნივთის უპრობლემოდ ჩამოტანის.
დროს რაც შეეხება, ამ ბოლოს ძალიან გაუტიეს და გაწელეს დროები.
ასევე, მნიშვნელოვანია თემის ავტორის და სხვათა რჩევები - გამყიდველთან დაკონტაქტებაზე.
მოკლედ, თუ არ გეჩქარება და იაფად რაიმეს ყიდვა გინდა - მშვენიერი საშუალებაა ალიექსპრესი