ტაობაო ძირითადში გათვლილია ლოკალური ბაზრისთვის (ანუ ჩინელებისთვის) ალიექსპრესი უფრო უცხოელებისთვის, ალიზე ძირითადად გადამყიდველები ზიან. თუ დააკვირებით შეკვეთის განთავსებიდან ხან 5-7 დღე უნდა ზოგს რომ დაშიპოს ნივთი. ტაოზე ხან იმავე ხან მეორე დღეს მიშიპავენ ხოლმე, ანუ ყველაფერი სტოკში აქვთ.. თუმცა იყვნენ ისეთები ვისაც არც სტოკში ჰქონდა და ხან ერთკვირიანი ლოდინის მერე რომ შევახსენე მერე გამოიფხიკეს ყურები და მერე დაშიპეს... ანუ გადამყიდველები შიგადაშიგ აქაც არიან..
ჯერ ჯერობით მხოლოდ ჩინურ გადამზიდზე ვუშვებ და წარმატებულად მაქვს აწყობილი ყველაფერი, საკმაოდ სწრაფად ჩამოდის, დაახლოებით 10-12 დღე მჭირდება ხოლმე ტაოზე ყიდვიან აქ ჩამოსვლიანად. მომავალში ვეცდები საქართველოში გამოზავნაზეც დავეჩალიჩო იქნებ გამოუშვან.
რეგისტრაცია რაღაც უცნაურად იყო როგორც მახსოვს მარა კი დავრეისტრირდი... თვითონ საიტს დახვეწა სჭირდება, ისეთი მოქნილი არაა როგორც ამაზონი და სხვა ამერიკული საიტი ან თუნდაც იგივე ალიექსპრესი, თუმცა ყიდვა და საქმეში გარკვევა რთული არ იქნება იმისთვის ვინც ხშირად შოპინგობს, დამწყებებს ვურჩევ თავი შეიკავონ პირველ ეტაპზე რადგან რთული იქნება მაინც..
გაითვალისწინეთ რომ ყიდვისას 3% მიაქვს მარტო იმას რომ უცხოური (არა ჩინური) ბარათით ყიდულობთ. ანუ ნებისმიერი ღირებულების ნივთის შეკვეთისას + 3% ემატება ტაობაოს საკომისიოს. თუ ანგარიში აქვთ რომელიმე ჩინურ ბანკში (ძალიან მეეჭვება მარა მაინც

) ამ 3%-ს აღარ გადაიხდით.
ასევე თუ ვინმეს დასჭირდება რაიმე ნივთის გამოწერე ტაოდან (ფირმისთვის ან ფიზიკური პირისთვის) დავეხმარები გარკვეულ გასამრჯელოდ, დანარჩენი PM-ში
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ
This post has been edited by Mama_Basili on 25 Aug 2014, 14:18