დაბრუნების სამ მეთოდს გთავაზობს ამაზონი:
1) სადაც მოიტანა იქიდან წაიღოს თვითონ (ანუ გადამზიდის მისამართიდან და არ გაწყობს)
2) ამაზონ ბოქსში ჩააგდო (ამაზონ ბოქსები საქართველოში არ არის)
3) US Post-ს ჩააბარო (ავლაბარში აქვთ ოფისი, მაგრამ გადაზიდვის ფასს რომ გაიგებ, გული გაგისკდება)
მოკლედ არცერთი ვარიანტი არ გაწყობს და არც უნდა იფიქრო დაბრუნებაზე..
ყველაფერს სჯობს ჩათში მიწერო, ლეგალურად ვიყიდე, საქართველომდე გადამზიდმა ჩამომიტანა, აქედან ამერიკაში დაბრუნება რთულია, ნივთზე ძვირი მიჯდება და გთხოვთ დამეხმაროთ რა ვქნაო..
მე მასე ვქენი, +ნივთის გაფუჭების დამადასტურებელი სურათები გავუგზავნე და მომწერეს გამონაკლისს დავუშვებთ და ფულს უკან დაგიბრუნებთო.
სამ დღეში დამიბრუნეს ფული და + 5 დოლარიც ჩამირიცხეს ანგარიშზე, ჩვენ ბოდიშიო..
რასაც დავაკვირდი, დაბრუნების ამბავში, თუ კარგი ისტორია გაქვს და ამაზონზეც ბევრს ხარჯავ, მოდიან დიალოგზე და არ უნდათ ნაწყენი დარჩე..
ჩემს მეგობარს ახალი ექაუნთი ჰქონდა და ბევრიც არ ჰქონდა დახარჯული, ამიტომ ნაკლებად ენდნენ და ისეთი პირობები შესთავაზეს რაც არ აწყობდა
მოკლედ იმედია დაგეხმარე, წარმატებები
This post has been edited by aloha__ on 27 Mar 2016, 11:22