1-2 შემთხვევა მქონდა რო დავასწარი მოვლენებს და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დავიბრუნე ფული.
თავიდანვე ვატყობდი რო რაღაც ნიტო იყო. მანქანის DVD იყო ანდროიდ სისტემით, მგონი 25 თუ 35 $-ად. გამყიდველი დაახლოებით 98% რეიტით და რამდენიმე ათასი გაყიდული ნივთით. რო ვიყიდე და რამდენიმე დღის მერე კიდე არ იძებნებოდა ტრეკ ნომრით, ვიფიქრე ვსიო, გადავარდი მეთქი და ეგაა. ქეისს ვერ გახსნი იმიტო რო ესტიმატე დელივერი არ გასულა

. თან ტიპმა საბოლოო ჯამში კაი 500 ცალამდე გაყიდა 2 კვირის ვადაში. ტიპები 2-3-5 ცალს ყიდულობდნენ

თან გამყიდველი კონტაქტზე საერთოდ არ გამოდიოდა რაც ჩემს ეჭვებს ამყარებდა.
დადგა თუ არა ბოლო ვადა მიტანის ეგრევე ქეისი გავუხსენი და მალევე ფული დამიბრუნეს.
რაღაც მაგადგვარი მქონდა კიდე. ანდროიდ ტვ ბოქსი მოვიგე აუქციონზე, მაგის გულისთვის საიტიდან ყიდვა გავაუქმებინე რო ეს უფრო იაფი გამოდიოდა.
ისევ ისე, გამყიდველი რეიტით და ათასობით გაყიდვით.
ტიპმა ტრექინგიც არ დაამატა, დაიკარგა და დაიკარგა. და როგორც კი ვადა მოვიდა ისევ ქეისი და ისევ რეფანდი.
ანუ მე რასაც დავაკვირდი ტიპები აგროვებენ რეიტინგს, მერე რამე ტუფტაზე დებენ რამდენიმე გაყიდვად ნივთს იაფად, ბუნებაშიც კი რო არაა და ხალხი ესევა. სანამ მოვა დრო რო ქეისი გახსნას ვინმემ რამდენიმე ათეულ ათას $-ს ხსნიან. მერე როგორ იღებს PP ფულს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რო არსებობს ესეთი შემთხვევები.
UnkNown555