zuziko5) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს და განგებ ჩავწერთ სხვა თანხას განბაჟების თავიდან აცილების მიზნით?
ოო აქ არის რაც არის user posted image
ნუ პრინციპში ალბათ დიდი არაფერი. პატარა ჯარიმაა (გააჩნია შემცირებული თანხის ოდენობას )
ზოგს რომ გონია ნივთის ღირებულების 100% და 200% გაათმაგებული ასე არაა.
არავინ მოგატყუოთ!
შემცირებული თანხის (და არა ნივთის ღირებულების) 40%-ს იხდით პირველ ჯერზე + დღგ-ა კიდევ მგონი.
თუ, რა თქმა უნდა, 3000 ლარზე მეტი არა ღირს ნივთი. ხოლო განმეორებით ქმედებაზე შემცირებული თანხის 100%-ს ჩაგახუტებთ საბაჟო.
ესეც ჩვენი საგადასახადო კოდექსი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717"4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით."