ის რაც პატიოსან კაცს გეკადრება

მეც მომივიდა დაახლოებით ეგეთი რამე შარშან
ვიდეობარათი ვიყიდე 130 დოლარად, 1 კვირაში გამყიდველმა გამიუქმა შეკვეთა და თანხა დამიბრუნა, მომწერა ფოსტამ დამიკარგა სავარუდოდ ნივთი და დიდ ბოდიშს გიხდიო
გავიდა რამდენიმე კვირა და მივიღე აღნიშნული ამანათი, სრულიად უპრობლემო, ჯამრთელი
კი არავინ მომკითხავდა, მაგრამ რომ ვიცი რა ცუდია მყიდველისთვის ან გამყიდველისთვის ამხელა თანხის ასე დაკარგვა, ავდექი და მივწერე ამ სელერს
ფეიფალის ანგარიში გამოვართვი და გადავურიცხე თანხა

ხშირად ვიწერ სხვადასხვა ნივთებს და არაერთხელ ჩამომსვლია დაზიანებული ან სხვა ნივთი, საკმაოდ ბევრიც მიზარალია, ახლაც მიდევს სუვენირად რამდენიმე ძვირადღირებული ვიდეობარათი, მაგრამ მაინც არ ვთვლი რომ მართებული იქნება იგივე მეც გავაკეთო და მოვატყუო მას, ვინც არაფერ შუაში არაა და პატიოსნად ყიდის ან ყიდულობს
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”