ფეიფალიდან თანხას არ მარიცხვინებს.
მოკლედ, დიდიხანია ,,ფეიფალის" მომხმარებელი ვარ,
სამი ფეიფალის ანგარიში გვაქვს ოჯახის წევრებს და თანხა რომ ირიცხება, ერთი აიპიდან გადმომაქვს ხოლმე, სამივე.
ჰოდა, მესამე ფეიფალის ანგარიში დამებლოკა, უკვე ორი კვირაა.
თანხის გადატანის უფლებას არ მაძლევს, ,,Internel server error"-ს მიწერს.
ფეიფალს უკვე სამი წერილი მივწერე, მაგრამ მიედ-მოედებიან რაღაცას.
აქამდე, ყოველთვის ან თვითონ ეხსნებოდა ბლოკი, 24 საათის შემდეგ, ან რომ მივწერდი წერილს ასწორებდნენ.
ახლა, აბსურდულ პასუხს მცემენ, ბრაუზერის ისტორია გაწმინდე და მოზილათი ან ინტერნეტ ექსფლორერით ცადე გადატანაო

კი, ვცადე მაგრამ არაფერი გამოსწორდა
არადა, ყოველ თვე მებლოკება ხოლმე, რადგან ფეიფალს აქვს დაცვის ფუნქცია, ორი ოპერაციის შემდეგ, მესამეზე შეზღუდვას გიყენებს,
,,Internel server error" წერს და მერე უნდა მიწერო, რომ გაასწორონ.
კი თავიდანვე ვიცოდი, რომ დამებლოკებოდა მაგრამ ოჯახის წევრებმა გამიბურღეს ტვინი, შენი კომპიდან გადმოიტანე, არ შემეშალოს რამე და ა.შ.
თან მომხმარებელთან ურთიერთობის თანამშრომლების იმედი მქონდა, მეგონა ისევ გამისწორებდნენ.
თუმცა ვწერ და გასწორების ნაცვლად, რაღაც უაზრობას მწერენ.
თქვენ თუ შეხვედრიხართ მსგავს პრობლემას და თუ კი, როგორ მოგიგვარებიათ?