ე.ი. ცოტა დიდი ისტორიაა და წაიკითხეთ და თუ იცით პასუხი მითხარით რა, ძალიან დამავალებთ
ერთ-ერთი ინტ მაღაზიიდან გამოვიწერე ნივთები. გადახდის დროს შეცდომა დაფქსირდა და თანხა ჩამომაჭრა, მაგრამ ორდერი არ მომცა. შესაბამისად არც ორდერის ნომ მაქვს.
მაღაზიამ მომწერა რომ ასე ხდება ხოლმე და თანხა 5-7 დღეში დამიბრუნდებოდა უკან. ფეიფალით გადავიხადე და ფეიფალის ჩეკი მაქვს.
1 თვე გავიდა და თანხა არ დამიბრუნდა. აღარც ბლოკებში აღარ ჩანს. ადრეც ყოფილა ასეთი შემთხვევა და 1 თვე ბლოკებში იყო და მერე დამიბრუნდა. მაშინ ფეიფალით არ გადამიხდია.
ახლა ფეიფალით გადავიხადე და აღარც ბლოკებშია და აღარც დამიბრუნდა.
მაღაზია მეუბნება ბანკს დაუკავშირდიო, ბანკმა მაღაზიასო.
ფეიფალზე რეპორტი გავგზავნე და ფეიფალი მიშველის თუ ისევ მაღაზიასა და ბანკს შორის გავიჭედო?
ბანკი არ მეუბნება ჩვენ მივწერთო და დავაძალო მიწერა ან მაღაზიაზე ან ფეიფალზე? ევალებათ ეს?
აბა ფიფლ თქვენი გამოცდილების იმედზე ვარ
This post has been edited by just smile19 on 29 Sep 2018, 23:11
Don't just fly, soar...