გამარჯობათ
მინდა თქვენი რჩევა ისევ
აუქციონზე მოვიგე 3 საშუალო ზომის კარგი, მაგრამ მეორადი სპიკერი(მიყვარს სიმღერების მოსმენა კარგი ხარისხით და ხმამაღლა

)
თანხა გადავიხადე,მივიღე ორდერი.
გარკვეული დროის შემდეგ სელერმა ორდერი გამიუქმა და მომწერა,რომ სანამ გამოვაგზავნიდით სპიკერები შევამოწმეთო,სამწუხაროდ არ მუშაობდნენო და ამიტომ ორდერს ვაუქმებთ,თანხას გიბრუნებთო.
მანამდე აღწერაში ეწერა , რომ ძალიან კარგი ხმა აქვთო…
მინდოდა დამეჯერა,მაგრამ ვერ დავიჯერე.. სამივე სპიკერი როგორ გაფუჭდა?
ეჭვი არ მეპარება,რომ მიზეზად ჰქონდა ის,რომ თანხა არ აწყობდა,რადგან 11დოლარად მოვიგე(შიფინგი ცალკე).
ვიფიქრე,არ დავთმობ პოზიციას თქო და მივწერე- სანამ ორდერს გააუქმებდი,მე რატომ არ შემეხმიანე თქო,ჩემი ბიძაშვილი მუშაობს სერვის ცენტრში და ეჭვი არ მეპარება რომ ის შეაკეთებდა თქო,ასე რომ სურვილი მაქვს ეგ სპიკერები მაინც მივიღო თქო ( მეც კაი ოხერი ვარ

)
არ მომწერა არაფერრი.
გავბრაზდი და კარგი ნეგატიური ფიდბექი მივარჭვე.(არა და 100% ჰქონდა)
რამდენიმე დღის მერე იბაი მწერს,რომ სელერი გიჩივითო. ეს მომწერეს:
Seller requests feedback revision
Hi
Seller has asked if you can revise the feedback that you left for Speakers 3 Piece Set
Reason: The seller was able to resolve a problem you had with this transaction.
Message from seller: Before I report you to ebay I will give you a chance to revise your negative feedback. The items was cancelled because it was advertised to be in working condition. Prior to shipping the item was not working correctly so the transaction was cancelled. Do not be fooled. Ebay will cancel your account over this type of malicious activity
You'll be able to revise your feedback until Sun, Aug 25, 2019. Or if you don't want to, you can decline the seller's request to keep it the same.
Revise feedback Decline request
ჰოოო და ახლა მჭირდება თქვენი რჩევა თუ რა ვქნა…
გუშინწინ მივწერე სელერს,რომ მოვილაპარაკოთ,მე მზად ვარ გადავხედო ჩემს დაწერილ ფიდბექსთქო,სამართლიანი და კეთილი ვარ და მჯერა მივაღწევთ შენანხმებასთქო...თან სურვილი მაქვს მივიღო ეგ სპიკერებითქო.
არ მიპასუხა.
მაქვს 30ვარსკვლავი.
გავუფრთხილდე ჩემს აქაუნთს თუ მაინც ბაიერი ვარ და დიდი მნიშვნელობა არ აქვს დაიბლოკება თუ არა?
ასევე მაინტერესებს,იბაიმ რომ დაბლოკოს ჩემი აქაუნტი,თავიდან შევძლებ ხომ დარეგისტრირებას სხვა სახელით?
თუ ახალ აქაუნტს გავხსნი,შევძლებ თუ არა ისევ იმ ბარათით სარგებლობას,რომელიც მქონდა ფეიპფლზე მიბმული?
ჩემი აკაუნთი თუ გაუქმდა,იმ სელერს ჩემს მიერ დატოვებული უარფოფითი შეფასება გაუქრება? ანუ წაიშლება და ისევ გაუხდება 100%?
და საერთოდ რა სჯობს,როგორ მოვიქცე?
წინასწარ მადლობები
This post has been edited by The_Man on 24 Aug 2019, 11:06