დღეს, ინექსზე, ამანათის მიტანა ვერ მოასწრეს, გამოიგზავნა,
დეკლარირება მთხოვეს და სანამ აზრზე მოვედი, გამოგზავნის მესიჯიც მოვიდა.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რომელმა გულუხვმა კომპანიამ გაიმეტა ამ კოვიდის დროს საჩუქარი.
იმედია, მალე ჩამოვა და გავიგებ, რა დავადეკლარირე.
ისე ამ თვეში, მინიმუმ 5საიტზე, Birthday gift მეკუთვნის, მაგრამ რად გინდა, სადაც მოვასწარი დაბ. დღე დავარედაქტირე და ივნისზე გადავიტანე.
იმედია, ივნისისთვის, მაინც გამოსწორდება სიტუაცია
* * *
ხალხო, კამექსს მიტანის სერვისი საიდან ჩავურთო?
ახლა დამირეკეს რაღაც ამანათი ფიქსირდება თქვენზეო, როგორც ჩანს საჩუქარი ჩამომივიდა აქაც.
ვაკეში გასვლას ვერ მოვახერხებ და კურიერის უნდა მოვატანინო.
საიტს ვუყურებ, მაგრამ ან მე დავბრმავდი ან არ ჩანს ეს ოფცია