გამარჯობა მეგობრებო,
ძალიან სპეციფიური შემთხვევა მაქვს, შემოსავლების სამსახურში რო ვრეკავ შეტყობინებას მატოვებინებენ

))))
მოკლედ, ჩემი ახალი დამქირავებელი არის გერმანული კომპანია, უნდათ რომ ლეპტოპი გამომიგზავნონ, რომელიც ჩემს საკუთრებაში არ იქნება, დროებით "მთხოვნის". ექვემდებარება ეს განბაჟებას? და თუ კი, როგორ? ინვოისი უნდა მოაყოლონ რა ღირს ეს ლეპტოპი? თუ რაიმე დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ, რომ დროებით მთხოვნიან საქმის შესასრულებლად?
ასევე, ვარ ინდმეწარმე / მცირე ბიზნესის სტატუსით და ეს ხომ არ მიცვლის რამეს?
ვინმე თუ ოდნავ მაინც დამეხმარებით, თქვენი უზომოდ მადლიერი ვიქნები!