jorjevanelle5 ცალი 60 მლ-იანები.
davutikვიცი, უბრალოდ აქციზსაც არ მახდევინებენ, გავანადგურებთ და მორჩაო. მარბენინეს წინ და უკან ჯერ, თვითონ ვერ მეუბნებოდნენ, რა უნდოდათ.
ჯერ მითხრეს, სპეციალური საინფორმაციო ბროშურა უნდა იყოს მოთავსებული შიგნითო. მივიტანე.
მერე მითხრეს, ყველას სათითაოდ უნდა ჰქონდეს გაკრული სტიკერიო. ეგ სტიკერებიც მივიტანე.
მერე მითხრეს, გადამზიდს დასაწყობებული არ აქვს და ვერ დავიწყებთ განბაჟებას ეგრეო. დავურეკე გადამზიდს, დავასაწყობებინე.
ამ ყველაფრის მერე მეუბნებიან, საქართველოს მთავრობის 150-ე დადგენილებით 10 მლ-იან კონტეინერებში უნდა იყოს მაქსიმუმ, შენი კი 60-იანია ამიტომ განადგურებას ექვემდებარება და ვერ შემოიტანო. 10 მლ-იან კონტეინერებში საქართველოს გარდა საერთოდ არსად იყიდება მგონი სითხეები.
ჯერ ხო ამდენი მარბენინეს ტყუილად, მერე დადგენილების განმარტებასაც არასწორად აკეთებენ, რადგან დადგენილებაში რეალიზაციაა კონკრეტულად ნახსენები და მე სარეალიზაციოდ არ მინდა.
ვუხსნი ამ ყველაფერს და მეუბნება, დადგენილების დასაწყისში წერია, რომ იმპორტზეც ვრცელდებაო. რაშიც ნაწილობრივ მართალია, მაგრამ კონკრეტული მუხლი არ ვრცელდება იმპორტზე, უბრალოდ დადგენილება ეხება "პირებს, რომლებიც აწარმოებენ იმპორტს" - რაც მეც ვარ, კი ბატონო, უბრალოდ იგივენაირად მეხება ეს მუხლი, როგორც სისხლის სამართლში ნახსენები ყველა მუხლი ეხება ყველა მოქალაქეს



განცხადება დავწერე და დაველოდები. მაგრამ არ არიან ეგენი ამ ამანათის მომცემები. გიბიძგებენ უბრალოდ, რომ ადგე და არ დაადეკლარირო სწორად ამანათი, ვიდრე პატიოსნად გადაიხადო გადასახადი
This post has been edited by HarrisonHill on 4 Nov 2021, 21:33