davita32სკანერი სადღაც 70000-80000 დოლარიდან იწყება.
მაგრამ ქირაობა შეიძლება სერვისის.
ანუ არის კომპანია რომელიც ასკანირებს შენ ტვირთს, თავისი ლუქით ლუქავს და მერე საბაჟოზე უპრობლემოდ გადის.
რაც შეეხება კიდე საბაჟოს, ხელბარგი სკანირდება ხელის რეჟიმში და ადამიანი ამოწმებს
სატვირთოს კიდე უყურებს ავტომატური სკანერი, და რამე ნი ტო თუა, ეგრევე ბლოკავს.
და საკმაოდ ხშირად ეშლება ხოლმე

ვისაც გაინტერესებთ, აი ამას უყურეთ 4 წუთამდე:
https://www.youtube.com/watch?v=pC8skw31jfoხო თითქოს სასაცილო რაღაცეებია, მარა ყველა სიმართლეა, პირადად გამომიცდია
მაგალითად, სოსისი თუ მიგაქვთ, აუცილებლად ამოგაღებინებენ და ნახავენ

(პოლონეთში მქონდა ეგ შემთხვევა)
ლეპტოპს კიდევ აუცილებლად ჩაგართვევინებენ, ასე რომ, ბოლომდე არ დასვათ (ეს თურქებს უყვართ)
ზოგადად, ნებისმიერი ტექნიკა რაც არის ლითონის კორპუსში და ელექტრონიკაა, აუცილებლად უნდა ირთვებოდეს,
თუ არ ჩაირთო, ან ჩამოგართმევენ, ან არ აგიშვებენ. (ინდოეთში რამის მპ3 პლეერი წამართვეს მასე, კიდე კაი იქვე როზეტკა იყო, შევაერთე დასატენად და ვაჩვენე რო მუშაა)
სარეცხის საპონის წაღებას კიდე საერთოდ არ გირჩევთ, განსაკუთრებით თუ ალლა აკბარ ქვეყანაში მიფრინავთ
იმიტომ რომ თავისი ზომით და სიმკვრივით (რითაც სკანერი ხედავს) ემთხვევა ტროტილის სტანდარტული
მუხტის ზომას და რაც მოყვება ეგეთი ნივთის პოვნას თქვენს ბაგაჟში, კი ხვდებით