koba71786თუ სწორად მახსოვს ეგრევე მიენიჭა რეისის ნომერი, მაგრამ შეიძლება შეცვალეს ახლა, ძალიან საგიჟეთია ამ კომპანიაში

დღეს 30 წუთი ველოდებოდი 2 ამანათს, თან წინასწარ მივეცი საიტზე ჯავშანი რომ მოვდივარ, წესით მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომ მივედი 4 კაცმა ჩემზე გვიან მოსულებმა, ჩემზე ადრე გაიტანეს ამანათები

არაფერი ჯავშანი არ ქონდათ
თან შიგადაშიგ ვიღაც შინაური სასტავი მოდის და იმათ ურიგოდ ატანენ
მერე ვიღაც ბიჭი იდგა, ჯერ ერთ ამანათს ელოდებოდა, არ იძებნებაო, ამან გაუგზავნა ტრეკინგი, 10 წუთში ეკითხება ნახეთო, ოპერატორმა კიო, არისო, თან ჩამოვიდაო, ამან ვაუ რა კაიაო, ოპერატორმა გადაიხადეო ბარემ და გაგატანთო, იდგა ჩალიჩობდა გადახდას, ბოლოს ვერ ვიხდი თანხასო, არ მიჩანსო, ოპერატორმა იმიტომ რომ არ არის ჩამოსულიო

ძლივს შევიკავე თავი

სხვა რეისზეაო და ერთ კვირაში ჩამოვაო..
მერე აღმოჩნდა რომ განსაბაჟებელი ქონდა ამ ბიჭს, 30 წუთი ხო იდგა, ეკითხება მზად არის საბუთებიო, ოპერატორმა არაო, შენ ინვოისი არ ატვირთეო

ამან როგორ არაო, გუშინაც გამოგიგზავნეთო, არ არისო, კიდე გაუგზავნა და ოპერატორმა მაინც არ არისო, გავარდა მერე ეს ოპერატორი, დაუძახა სხვას, სხვამ 5ჯერ შეეკითხა რა მეილზე გააგზავნა და რომელი მეილიდან, ამასობაში გავიდა 30 წუთი და გამომიტანეს ჩემი ამანათები