ჩინა2მე არიან უაფერისტესი კომპანია.
მეგობარმა გამოწერა მაგათი სახმელეთოთი რაღაცა.
18 სექტემბერს მივიდა.
29 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო.
კი გზაშია, აი ყაზბეგშია, დიდთოვლობამ მოუწია.
ნოემბერში - უი თქვენი ამანათი სხვა რეისზეა.
დეკემბერში რო ჩამოვიდა რაღაცა
უი თქვენი ამანათი სხვა რეისზეა.
იანვარში ჩამოვიდა - უი თქვენი ამანათი სხვა რეისზეა.
ეხლა როგორც იქნა გასულ კვირას, კი თქვენი ტვირთი ჩამოსულია, საბაჟოზეა, იმ კვირას შეძლებთ გატანას.
არ აისახა, დარეკა ჩემმა მეგობარმა და
უი იცით თქვენი ამანათი საზღვაოზეა და მარტში იქნება

ამდენი ხანი რატო მატყუებთო, პატარა ბავშვი ხო არ ვარო ამან.
იმათ - საიდან მოიტანეთ ეგეთი, არასოდეს ვიტყუებითო, რაღაცას არასწორად გაიგებდითო.
ამას ჩაწერილი ქონდა ყველა მაგათი ნალაპარაკევი და ჩაურთო.
ხოდა ოპერატორმა, ხო აი ეგეთი ცუდი და მატყუარა გოგო ვარ და ბოდიშიო

ქალური პონტი შეაგდო

კიდე კაი აღარაფერს აღარ ვიწერ თორე ხო გამაგიჟებდნენ ესენი

პ.ს. ნაცნობს გუშინ კარგა დიდი პოვერბანკი ჩამოუვიდა ჩინა2მე -ს საჰაეროთი