მე ის მაინტერესებს, ამდენი გადამზიდი 4 კვირის რეისების ჩამოტანას რანაირად აპირებს კარგოლუქსით, რომელიც კვირაში ერთხელ დაფრინავს და რომელსაც ჩინეთშიც 4 კვირის რეისები აქვს წასაღები?
მარტი რომ უწერია U2G-ს, ეგეც ზედმეტად ოპტიმისტურია მგონი
* * *
კარგოლუქსმა წინა წლის ოქტომბრიდან შეცვალა რაღაც და ყველა გადამზიდს მაგის მერე წაეკიდა ცეცხლი

CV4482 რეისით ჩამოჰქონდა ხოლმე კვირაში ერთხელ, რომელიც ჯერ თბილისში მოდიოდა, მერე ნოვოსიბირსკში და ბოლოს ჭენჭოუში.
12 ოქტომბრის მერე CV4482 რეისი თბილისში და ჭენჭოუში აღარ მიდიოდა და ერთადერთი დანიშნულება ნოვოსიბირსკი გახდა.
2 თებერვლიდან თბილისი ისევ დაიკიდეს და ნოვოსიბირსკში და ჭენჭოუში დაიწყო ისევ სიარული.
8 თებერვალს თბილისი და ჭენჭოუ არ შესრულდა და ნოვოსიბირსკში წავიდა.
15 თებერვალს თბილისში და ნოვოსიბირსკში ჩავიდა, ჭენჭოუ ისევ არ შესრულდა.





CV7002 ზუსტად 12 ოქტომბერს დაინიშნა პირველად. ლუქსემბურგი - ნოვოსიბირსკი - ჰონგ-კონგი. აქედან ჰონგ-კონგში და ნოვოსიბირსკში ხან ჩადიოდა, ხან არა.
2 თებერვლის მერე საერთოდ აღარ შეუსრულებია ფრენა ამ რეისს. და თბილისი ძველი CV4482 რეისით შესრულდა.



მოკლედ, ამ კარგოლუქსის ალტერნატივა უნდა იპოვონ გადამზიდებმა, არაა სანდო კომპანია და ტვირთვის მართვაში ძალიან არეულები არიან. ამდენ კომპანიასთან პრობლემების შექმნა რომ არაფერია კარგოლუქსისთვის, ე.ი. ან ხელშეკრულებაში ვერცერთმა გადამზიდმა ვერ მოიფიქრა ვალდებულებების შესრულებაზე ეფექტური ჩანაწერების ჩადება, ან კარგოლუქსს უბრალოდ კიდია მაგ ხელშეკრულების დარღვევა, დღესასწაულის გამო ამდენ კომპანიასთან რომ იფუჭებს საქმეს.
და მაინც, ამდენი გადამზიდიდან, ერთმა მაინც როგორ ვერ მოიფიქრა, რომ ერთ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობა სარისკო საქმეა და შავი დღისთვის ალტერნატიული კონტრაქტები უნდა გქონდეს სხვასთან? თურქიში ლამის სოფლებშიც დაფრინავს ყველა ქვეყანაში და დავიჯერო ვერავინ მოახერხა მაგათთან თანამშრომლობა? მაგალითად, პირდაპირი რეისი რომ ჰქონდეს ვინმეს ამერიკიდან საქართველოში თურქიშით, ორმაგსაც გადავიხდიდი და სამმაგზეც დავფიქრდებოდი
This post has been edited by HarrisonHill on 15 Feb 2022, 23:41