ეხლა მოგიყვებით სევდიან ისტორიას

რომელიც ჯერ გრძელდება და ვიღაცა გადაიკუზება საბაჟოზე.
სილკპოსტით ტაობაოდან გამოვწერე:
ერთი ცალი ჭიქის გასათბობი უსბ -ზე - 4 ლარი
პატარა ჯიბის ვენტილატორი - 3 ლარი
პულსოქსიმეტრი 2 ცალი - ცალი 3 ლარი
თმის ფენი სამგზავრო - 2 ცალი - ცალი 4 ლარი
ცხვირში თმის საპარსი - 1 ცალი - 5 ლარი
სულ ჯამში გამოვიდა 4+3+6+8+5= 26 ლარი. რაც მქონდა დეკლარირებული.
ხოდა მირეკავენ გუშინ, საბაჟოდან ვართო, თქვენი ამანათი გააჩერა მებაჟემ, არ ჯერა დეკლარაციის, ხოდა მობრძანდით ლასარეში, 202 ოთახში, იქ გაგვიხსენით ჩვენს კომპიუტერზე ექაუნთი, გვაჩვენეთ და მერე გამოგატანთო. მეთქი რო არ მოვიდე და არ გავხსნა, იმიტო რო კანონი არ მავალდებულებს? მაშინ ვერ მიიღებ ამანათსო, ჩამოგართმევთო. ძველბიჭურად და ნაგლად მელაპარაკა ტიპი. კაი მეთქი, აბა ვნახოთ, ვისი აჯობებს.
დავრეკე შემოსავლებში ცხელ ხაზზე, ვიყავი 21 ნომერი, მარა გმირულად გავუძელი. თან ყველა საუბარი ჩაწერილი მაქვს, რაზეც ვაცნობე ოპერატორებს.
ვეკითხები ოპერატორს (სახელი გვარი მითხრა), მეთქი ასე და ასე დამირეკეს, მე როგორც ვიცი, არანაირი კანონი არ მოითხოვს სადმე მივიდე და რამე ვამტკიცო, პირიქით, აქეთ უნდა დამიმტკიცონ რო რაღაცას ვიტყუები და რა ხდება თქო? უიო, მე არაფერი არ ვიციო, მოდით საბაჟო კონტროლზე გადაგრთავთო.
კიბატონო, გადამრთო. იქ ვიღაცა ქალბატონი იყო, სახელი გვარი არაფრისდიდებით არ მითხრა. მეთქი ასე და ასე მთხოვენ, კანონდარღვევას მაიძულებენ თქო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, უდანაშაულობის პრეზუმპცია და ასე შემდეგ და რა ხდება თქო?
კიო, მებაჟეს აქვს უფლება შეიტანოს ეჭვი და გთხოვოთო ექაუნთის ჩვენებაო. მეთქი აბა სად, რომელ კანონში წერია ეგ? არ ვიციო სად წერია მარა მასეაო. ანუ მეთქი თქვენც მონაწილეობთ ამ თაღლითურ სქემაში, მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპოვების მიზნით, რო მერე ექაუნთით რაღაცეები იმაიმუნოთ, ეგრე გამოდის თქო?
აქ ცოტა დაიზმენდა და მეო ეგეთი არაფერი არ მითქვიაო, მეო რა ვქნაო, რასაც მეუბნებიან იმას ვამბობო, იურიდიულ დეპარტამენტს მიმართეთო.
ისევ დავრეკე ცხელ ხაზზე, ლარისა ივანოვნა კი არა, იურიდიული დეპარტამენტი მინდა თქო. ეგ დეპარტამენტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და წერილი მოიწერეთო. ოკ თქო.
ეხლა გამზადებული მაქვს ოფიციალური წერილი, რომელსაც გავგზავნი შემოსავლებში, კითხვით, თუ რომელი კანონის თუ დადგენილების საფუძველზე მთხოვენ მისვლას და ექაუნთის გახსნას, როცა არცერთ ცნობარში თუ კანონში ასეთი რამე არ წერია?
სავარაუდოდ, პასუხი არ იქნება, ამიტომაც ა ვამზადებ დოკუმენტებს სასამართლოში სარჩელის შესატანად. ამისათვის ველაპარაკე ნაცნობ იურისტს, ავიღე ამონაწერი სილკნეტიდან შემომამვალი ზარების ნუსხით, თან ვურთავ ამ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს და ვაპირებ ვუჩივლო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა, სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება და კიდე დოხუია მუხლებით (იურისტმა მითხრა, ეხლა ნომრები ზეპირად არ მთხოვოთ კანონების).
ინფორმაციას მოგაწოდებთ მისი განახლების მიხედვით