მოგესალმებით
ამ კითხვას: "რომელ გადამზიდ კომპანიას ანიჭებთ უპირატესობას?" როგორ უნდა გავცე პასუხი თუ სხვა ფირმები არ ვიცი? ანუ გამოდის რომ ავტომატურად ვწერ იმ ფირმას რომელსაც ვიყენებ. არადა უკმაყოფილო ვარ ამ კონკრეტული ფირმით რომელსაც ვიყენებ და მინდა მოვიძიო სხვა უკეთესი, მეგონა ეს თემა გამომადგებოდა, მაგრამ რეალურად რომ გამომადგეს, მთელი თემა უნდა გადავიკითხო, რადგან გამოკითხვის შედეგები არაფერს მეუბნება.
გეტყვით ერთ უახლეს პირად მაგალითს:
რამოდენიმე დღის წინ გამოვიწერე იბეის ერთიდა იგივე მყიდველისგან, ერთიდაიგივე დღეს 2 ერთნაირი ნივთი, განბაჟების თავიდან აცილების მიზნით ერთი დავშიპე უსა2ჯორჯიას მისამართზე და მეორე ინექსზე, უსა2ჯორჯიამ მოცულობით იანგარიშა წონა და გამოვიდა 215 ლარი და ინექსმა 85 ლარი ფიზიკური წონით, ინექსს 8,5$ აქვს კილოს ფასი, იმას 9$
მე ინექსისგან ვიყავი უკმაყოფილო (რაც უფრო გამსხვილდნენ, მით უფრო გაზულუქდნენ და კლიენტი არაფრად მიაჩნიათ საერთოდ) და უსა2-ს ხომ არ მივუბრუნდეთქო, მაგრამ ამ ამბის მერე ეგ ამბავი ვერ მოხდება და თქვენ ვინც უსა2-ს იყენებთ, რა პონტში მოგწონთ და ანიჭებთ უპირატესობას ხომ ვერ ამიხსნით? თავის დროზე მაგ ფირმიდან გადმოვედი ინექსზე ისევ და ისევ არაფრად რომ არ გაგდებენ კლიენტს იმიტომ. დავიჯერო მისამართის შეცვლა გეზარებათ შოპინგსაიტებზე თუ რა ხდება?
თუ ამიხსნით და მიმახვედრებთ რამეს მადლობელი ვიქნები