გადავავლე ფეისბუქზე კომენტარებს თვალი და ბევრი აპრავებს უსა2ჯორჯიას პოზიციას, ბევრიც აგინებს. მე არ ვაგინებ და არც ვამართლებ. ამერიკიდან ვიწერ ნივთებს ჯერ კიდევ 2003 წლიდან. მაშინ გადამზიდავები არ იყო. დეიდაშვილი მყავდა ამერიკაში, იმას ვუგზავნიდი და შემდეგ ერთიანად დიდ ამანათს აგზავნიდა ხოლმე. 2-3 თვის დაგროვილს

) 2007 წელს გავჩითე ბარამი სრულიად შემთხვევით. როგორი ქვის ხანა იყო იცით? ამანათი რომ მივიდოდა უნდა დაგერეკა ბარამში და ისინი გეუბნებოდნენ რამდენი იყო გადასახდელი. მერე მიდიოდი საქართველოს ბანკში და იხდიდი ამ თანხებს ცალცალკე ქვითრებად. დანიშნულებაში უწერდი ბოლო ექვს ციფრს თრექინგის, შემდეგ ისევ რეკავდი და ეუბნბეოდი რომ გადახდლია და მერე აგზავნიდნენ ამანათს. აღებისას ქვითრები უნდა წარგედგინა. წარმოიდგიენთ სულ დაკავება იყო. ხან წინამძღვრიშვილზე გავსულვარ იმის გამო რომ გამეგო რამდენი იყო გადასახადი. თან სულ ერთი თანამშრომელი იყო ლაშა. მერე ეს ლაშა დირექტორი გახდა ვაბშე

) მოგვიანებით უბრალო ვები შექმნეს ტექსტური ფაილი იყო ონლაინ. უამრავი ამანათის კოდი და თანხები. ფაინდით მოძებნიდი შენს თრექინგს და ნახულობდი რამდენი იყო გადასახდელი. ეს მაგარი შვება იყო უკვე

) მერე შექმნა ბესტექსი, უსა2ჯორჯია და დაიხვეწა ეს სფერო. იმიტომ დავწერე ამდენი, რომ გზავნილები იყო ყოველთვის მოცულობითი წონით. ეს მოცულობითი წონა ბოლო წლებში გაუქმდა. ხშირად გადამიხდია მოცულობით ფეხსაცმლის საფასური, მაგრამ ეს არ იყო ასე განსხვავებული. მაგლითად 20 ლარის ნაცვლად შეიძლება 28-30 ლარი გადაგეხადა რა. თუ დიდი ზომის ფეხსაცმელი იყო. მაგალითად ბატინკები და შესაბამისად დიდ ყუთში იდო. ყველა გადამზიდს ჰქონდა მოცულობითი წონა. გამომიწერია მანქანსი ფარები და ათასი გაბარიტული ნივთი. ბამპერიც კი გამომიწერია უსა2ჯორჯიათი და მოცულობით 200 დოლარზე მეტი არ გადამიხდია

) ეს რაც ეხლა ხდება სრული სიგიჟეა. გოგო წერდა ქურთუკი 9 კგ მოცულობითი წონით დამითვალესო

))
* * *
Vladimer1994