იმედია ყველას გახსოვთ ჩემი 50 გრამიანი ნივთის ისტორია, დღეს ჩამოვიდა, მივედი გამოსატანად და ოპერატორს ჯერ დაუძახეს საწყობში, გამოვიდა და მითხრა, რომ მენეჯერთან მელოდებიან, შევედი, მაძლევენ ცარიელ ყუთს, ეგრე მივიდაო, ასე თუ ისე მზად ვიყავი ამისათვის, რატომ ჩაიბარეს მეთქი - დიდი ტომრით მიაქვთო, ვერ ხერხდება თითო ამანათის შემოწმებაო და ა.შ.
ხანდახან მომხმარებმლები ცარიელ ყუთებს იწერენო (

ეგეთ ყუთს არავინ არ გამოიწერდა).
ზუსტად როგორც იმ კამექსში მიტანილი ტელეფონის ცარიელი ყუთის შემთხვევაში, აქაც მხოლოდ ერთი მხრიდან იყო სკოტჩი, ყუთი კი გვერდიდან იყო გახსნილი, არამგონია რომ საწყობში ამოეღოთ, წლებია ვიწერ გერმანიიდან, კურიერის ამოღებული იქნება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საერთოდ არ ვაპირებდი ამ ყუთის აღებას, მაგრამ შემპირდნენ, რომ დამიმზადებდნენ ცნობას, რომ მიიღეს ცარიელი ყუთი, თან PayPal-ით მქონდა გადახდილი და წესით არ გადამაგდებდა და როგორც მტკიცებულება წამოვიღე.
მოგვიანებით მოვსინჯე PP-ზე ქეისის გახსნა და დამიწერა, რომ სასურველია ჯერ იბეიზე გაიხსნას ქეისიო.
ინექსმაც გამომიგზავნა შეპირებული ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ცნობა, დავუწერე სელერს ამ ყველაფრის შესახებ და ახლა მივიღე რეფაუნდი

ბევრი არ არის, 40€-ა.
აქაც როგორც იმ ტელეფონის შემთხვევაში არის ყველას ბრალი, სელერის რომ უკეთესად არ შეფუთა, ერთი სკოტჩიც რომ გაეკეთებინა, ეგრე მარტივად არ გაიხსნებოდა, თან რომ ვუყურებ საერთოდ წებოს კვალიც არ არის;
კურიერის რომ ეგეთი ბოღმა სირია;
ინექსის რომ ჩაიბარა ეგეთი ამანათი და რომ წინასწარ არ დამიკავშირდა, რომ ყუთი იყო გახსნილი და ცარიელი!
და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია, რომ 5€-ს გამო არ ვიყიდე ამაზონზე, ვითომ ეკონომია გავაკეთე
ახლა კი ღირს ორმაგი ეს ნივთი
P.S. ალბათ გამიმართლა, რომ ეგეთი სელერი შემხვდა, 4 დეკემბერს ნაყიდ ნივთზე, რომ 6 იანვარს ვუწერ, რომ მივიღე და ცარიელია, სხვა სავარაუდოდ გამიშვებდა შორს და მართალიც იქნებოდა..
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)